ვინ არის ლევ ლეშჩენკო და რას ამბობენ მის ვიზიტზე შსს-ში, ქართულ ოცნებაში, პარაგრაფსა და ასკანელში
რუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო, რომელიც პუტინის პოლიტიკის ცნობილი მხარდამჭერია, საქართველოში იმყოფებოდა. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა, მოგვიანებით კი შსს-მ დაგვიდასტურა. ლევ ლეშჩენკო არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთხელ ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
ის პირები ვისთანაც ამ ინფორმაციის დადასტურებააა შესაძლებელი, საუბარს თავს არიდებენ, კითხვებს არ პასუხობენ, ან ამტკიცებენ რომ არ იციან. კითხვებზე მხოლოდ შსს-ში გვიპასუხეს, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, როდის შემოვიდა ლეშჩენკო საქართველოში, რა მიზნით და ვის შეხვდა.
რა მოხდა
25 ივლისს მთავარი არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფება და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში, პარაგრაფში ისვენებდა. გვარამიას თქმით, ლეშჩენკოს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია და პრემიერმინისტრის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი მასპინძლობდა. მისივე ცნობით, ლეშჩენკომ 2 დღის წინ ბათუმში, ტერასა ასკანელში ივახშმა, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს.
ვინ არის ლევ ლეშჩენკო
ლეშჩენკო რუსი მომღერალია, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილი ოდით, "გამარჯვების დღის" შესრულებითაა ცნობილი. მას პუტინისა და მედვედევის მიერ მინიჭებული აქვს ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის და პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა სიაშია.
ლეჩშენკო შედიოდა იმ არტისტების რიცხვში, ვინც ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი. სწორედ ამიტომ უკრაინამ ის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია და შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
თუმცა, ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე მან პუტინის დამპყრობლურ პოლიტიკას მხარი ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაუჭირა. რუსული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. აღიარების დღესასწაულის 5 წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.
"ჩემთვის დიდი პატივია გამოვიდე ამ შესანიშნავ ქალაქში, სოხუმში, სადაც ჩვენ გვიყვარდა, ვმეგობრობდით, სადაც სითბოსა და მზისთვის ჩამოვდიოდით. გილოცავთ აღიარების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობასა და ბედნიერებას", — კავკაზკი უზელის ინფორმაციით, სწორედ ასე მიმართა მან ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს, როცა აფხაზური სიმღერა შეასრულა.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ლეშჩენკო ოკუპირებულ რეგიონში 2013 წლის შემდეგ. საჯაროდ მისი მხოლოდ ამ ვიზიტის შესახებ არის ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეშჩენკოს აფხაზური სიმღერის ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში 2020 წელს არის გავრცელებული.
რას ამბობენ პარაგრაფსა და ასკანელში
ლეშჩენკოს ვიზიტზე ინფორმაციის გადამოწმება On.ge-მ სასტუმროსა და რესტორანში სცადა, თუმცა პასუხად ვერც უარყოფა მიიღო და ვერც დასტური.
კერძოდ, სასტუმრო პარაგრაფში გვითხრეს, რომ მოქმედებენ მერიოტის საერთაშორისო სტანდარტებითა და განაწესით, რომელიც ითვალისწინებს სტუმრის შესახებ ინფორმაციის არგაცემას. რაც შეეხება ტერასა ასკანელს, როცა პრესსამსახურთან დაკავშირება ვითხოვეთ, განაცხადეს, რომ მენეჯერი გაგვესაუბრებოდა, კითხვის დასმის შემდეგ კი გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ. დამაზუსტებელ კითხვებზე მათ გვითხრეს, რომ ლეშჩენკოს ვიზიტსა და რესტორნის დახურვაზე ინფორმაცია არ აქვთ.
რას ამბობენ ქართულ ოცნებაში
ბექა ოდიშარია, ვინც ლეშჩენკოს მასპინძლად დასახელდა, დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. მისი თანაგუნდელები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამტკიცებს, რომ რუსი მომღერლის ვიზიტზე ჟურნალისტებისგან გაიგეს.
"რასაც მიყვებით, ეს არის თქვენი ცნობა, რაც გავიგე ახლა, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, შესაბამისად, შეფასება შემიძლია გავაკეთო შემდეგი — ოკუპაციის კანონის დარღვევა დაუშვებელია, ვინც კანონს დაარღვევს, რეაგირება აუცილებლად იქნება", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოკუპაციის კანონის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს პარტიის სხვა წევრებმაც.
"არ ვიცი, ეს უბრალოდ ითქვა. ჩვენთან არსებობს ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სიტუაციებს, როდესაც ადამიანი გადადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ კანონით. არაფერი ინფორმაცია არ მაქვს გარდა იმისა, რაც მოვისმინე", — განუცხადა შალვა პაპუაშვილმა On.ge-ს.
რას ამბობენ შსს-ში
როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, ლეშჩენკომ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. მათივე თქმით, შემოსვლისას ლეშჩენკოს პრობლემა არ შექმნია, მან საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარა, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე, არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა.
რას ამბობს ოპოზიცია
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლეშჩენკო არამხოლოდ პარაგრაფში ისვენებს, არამედ პოლიციის ესკორტით გადაადგილდება. On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზეც მიმართა და მათ პასუხს ველოდებით.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არ უშვებენ პუტინისადმი ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, მაშინ, როცა პროპუტინისტი პირები აქ ისვენებენ და კანონს არღვევენ.
"წარმოუდგენელია, ძალიან დიდი უტიფრობა და თავხედობაა. ლეშჩენკო უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შედის იმიტომ, რომ არ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ძალიან სამწუხაროა, რომ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციურად განწყობილს პუტინის მიმართ, არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ლეშჩენკოსნაირი ადამიანები და პოზნერი, გვახსოვს ყველას, ვისაც დარღვეული აქვს, კანონი ისვენებენ და სხვათა შორის, პოლიციის ესკორტით გადაადგილდებიან", — განაცხადა დეკანოიძემ.
ამ საკითხს გამოეხმაურნენ ლელოს წევრებიც. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ ნებისმიერი ქვეყნიდან და დაისვენონ, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, გვარისა თუ პროფესიის მიუხედავად, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
ანა ნაცვლიშვილის ფიქრობს, რომ ქვეყანაში ოკუპაციის კანონის აღსრულება პრობლემაა და ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო.
"საერთოდ, ოკუპაციის შესახებ კანონის აღსრულება არის ერთ-ერთი ძალიან პრობლემური საკითხი. არაერთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც დასტურდება, რომ ის შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს დარღვეული, მაგრამ, მისი აღსრულება ქართული მხარის მხრიდან არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმალურადაც უნდა გახდეს პარლამენტის მსჯელობის საგანი — მიღებული კანონი რატომ ვერ სრულდება პრაქტიკაში", — განაცხადა მან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში პუტინისადმი ლოიალურად განწყობილი პირები ან კრემლის პროპაგანდისტები ჩამოდიან. ყოველ ჯერზე ამას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რაც ღონისძიებების და მათი ვიზიტის ჩაშლით დასრულდა. უმეტესად მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში შემოსვლას ვერ აუკრძალავენ პირებს, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვთ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები