შეუფერხებლად შემოვიდა, უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია — შსს ლეშჩენკოზე
შინაგან საქმეთა სამინისტო ადასტურებს რუსი პროპუტინისტი მომღერლის ვიზიტს ქვეყანაში და აცხადებს, რომ მან საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. უწყების განცხადებით, ლეშჩენკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი არ უფიქსირდებოდა, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი. ასევე, არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", — განუცხადეს შსს-ში On.ge-ს.
25 ივლისს მთავარი არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფება და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში, პარაგრაფში ისვენებს. გვარამიას თქმით, ლეშჩენკოს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია და პრემიერმინისტრის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი მასპინძლობს. მისივე ცნობით, ლეშჩენკომ 2 დღის წინ ბათუმში, ტერასა ასკანელში ივახშმა, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს.
ბექა ოდიშარია, ვინც ლეშჩენკოს მასპინძლად დასახელდა, დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. მისი თანაგუნდელები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამტკიცებს, რომ რუსი მომღერლის ვიზიტზე ჟურნალისტებისგან გაიგეს. ლეშჩენკოს ვიზიტზე ინფორმაციის გადამოწმება On.ge-მ სასტუმროსა და რესტორანშიც სცადა, თუმცა პასუხად ვერც უარყოფა მიიღო და ვერც დასტური.
გაიგეთ მეტი:
ვინ არის ლევ ლეშჩენკო
ლეშჩენკო რუსი მომღერალია, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილი ოდით, "გამარჯვების დღის" შესრულებითაა ცნობილი. მას პუტინისა და მედმედევის მიერ მინიჭებული აქვს ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის და პუტინისნდობით აღჭურვილ პირთა სიაშია.
ლეჩშენკო შედიოდა იმ არტისტების რიცხვში, ვინც ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი. სწორედ ამიტომ უკრაინამ ის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია და შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
თუმცა, ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე მან პუტინის დამპყრობლურ პოლიტიკას მხარი ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაუჭირა. 2013 წელს ის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. აღიარების დღესასწაულის 5 წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.
"ჩემთვის დიდი პატივია გამოვიდე ამ შესანიშნავ ქალაქში, სოხუმში, სადაც ჩვენ გვიყვარდა, ვმეგობრობდით, სადაც სითბოსა და მზისთვის ჩამოვდიოდით. გილოცავთ აღიარების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობასა და ბედნიერებას", — კავკაზკი უზელის ინფორმაციით, სწორედ ასე მიმართა მან ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს, როცა აფხაზური სიმღერა შეასრულა.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ლეშჩენკო ოკუპირებულ რეგიონში 2013 წლის შემდეგ. საჯაროდ მისი მხოლოდ ამ ვიზიტის შესახებ არის ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეშენკოს აფხაზური სიმღერის ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში 2020 წელს არის გავრცელებული.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები