როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებენ, შეიძლება, ისე აღარ ახსენონ 6 თვეში სანდრო ლაშქარავა — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
"გავა ექვსი თვე და სამწუხაროდ, შეიძლება, არცერთმა მათგანმა, როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებენ, არ ახსენონ, აღარ ახსენონ სანდრო ლაშქარავა. იმიტომ, რომ მათთვის, რაც არ უნდა ჩემთვის რთული სათქმელი იყოს, ეს მხოლოდ ხერხია, იარაღია, მათი ამორალური კამპანიის ნაწილია, მათი მიზნის მიღწევის საშუალებაა, მათი სახეა ეს კამპანია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიას და ოჯახის ტრაგედიას იყენებენ მათი, ძალიან ცუდი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ, ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარს ერიდება, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ "ყველამ იცის, რასთან არის დაკავშირებული".
"დღეს გვთავაზობენ ამორალურ კამპანიას, როდესაც ისინი პირდაპირ უკავშირებენ კამპანიას ხელისუფლებას ჟურნალისტის გარდაცვალებას. ადამიანის გარდაცვალებას, რომელიც, მაღალი ალბათობით, ალბათ, ყველამ იცით, რასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამაზე ჩვენც კი ვერიდებით ტრიბუნიდან საუბარს. იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ვუფრთხილდებით რაღაცებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებმაც კარგად იციან. იმ კულუარული ინფორმაციების შესახებაც კარგად იციან, რა არ ვიკადრეთ და რაზე შევიკავეთ თავი ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ესეც კარგად იციან, მაგრამ, ნაციონალური მოძრაობა მაინც შესაბამის დავალებებს გასცემს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
5 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
მისი გარდაცვალებიდან მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტომ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება. ამავე დღეს მათ გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც, მათივე განმარტებით, ჩანს ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი გარდაცვალების წინა დღეს, ანუ 10 ივლისს. უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლაშქარავა ორჯერ მივიდა ფონიჭალის დასახლებაში. 18 ივლისს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ დააკავეს პირი, რომელმაც, უწყებუს ვერსიით, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა.
ლექსო ლაშქარავას კოლეგებსა და ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. მათ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს და საქმის გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოძიებას ითხოვენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები