Deepfake იუთუბერმა The Mandalorian-ში ლუკ სკაიუოკერი გაახალგაზრდავა და ახალი სამსახურიც იშოვა
ვარსკვლავური ომების სამყაროს სერიალის — The Mandalorian-ის მეორე სეზონის ფინალში ფილმების ერთ-ერთი მთავარი გმირის — ლუკ სკაიუოკერის გამოჩენამ უამრავი გულშემატკივარი გაახარა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ გაახალგაზრდავებული მარკ ჰემილი ბუნებრივად არ გამოიყურებოდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ცნობილი Deepfake იუთუბერი, სახელად Shamook.
Shamook-მა ლუკ სკაიოუკერის ბუნებრივად გასაახალგაზრდავებლად Deepfake ტექნოლოგია გამოიყენა და ვარსკვლავური ომების სამყაროს გულშემატკივართა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იუთუბერის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, კარგად დაინახავთ განსხვავებას სერიალისა და თავად იუთუბერის მიერ შექმნილ ლუკს შორის:
იუთუბერის ნამუშევარი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ეს ვარსკვლავური ომების სამყაროს შემქმნელ კომპანია Lucasfilm-საც არ გამოჰპარვია. Lucasfilm-მა ნიჭიერ ხელოვანს შვილობილ კომპანიაში Industrial Light and Magic-ში სამსახური შესთავაზა. ამის შესახებ სიახლე იუთუბერმა თავის გამომწერებს ბოლო ვიდეოს კომენტარებში გაუმხილა, რაც თავად Lucasfilm-მაც დაადასტურა.
"Industrial Light and Magic ყოვეთვის ეძებს ნიჭიერ არტისტებს და კომპანიამ ნამდვილად დაასაქმა ხელოვანი, რომელიც ონლაინ სივრცეში Shamook-ის სახელითაა ცნობილი", — ამბობს Lucasfilm-ის წარმომადგენელი.
Deepfake-ის ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გამოგონილი მოვლენების ამსახველი კონტენტის (ვიდოების, ფოტოების) შექმნას გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, Deepfake ხშირად ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშუალებაც ხდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები