ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ — ლიტერას კონკურსიდან რომანი დებიუტანტმა მწერალმაც მოხსნა
ტორესა მოსის შემდეგ ლიტერატურული პრემია ლიტერას კიდევ ერთმა მონაწილემ მოხსნა საკუთარი რომანი კონკურსიდან. მათე სარალიშვილი დებიუტანტი მწერალია, რომლის წიგნიც, მივიწყებულნი სადებიუტო რომანების ნომინაციაში შევიდა. ლიტერა 2020-ის მონაწილეთა გრძელი სია გუშინ გამოქვეყნდა.
მათე სარალიშვილმმ საკუთარი გადაწყვეტილება გამომცემლობასთან შეთანხმების შემდეგ გააჟღერა და კონკურსიდან წიგნის მოხსნა კულტურის სამინისტროს უკავშირდება. მისი თქმით, წიგნის წერის დროს განცდილი და გადმოცემული ტკივილი სწორედ კულტურის სამინისტროს და თეა წულუკიანის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა:
"ვისაც მივიწყებულნი წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს. მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ".
ახალგაზრდა მწერალი დასძენს, რომ მისთვის "ახლა ყოველი ნაბიჯი ძვირფასია და ფასეული" და სიიდან საკუთარ რომანს შლის.
გუშინ ლიტერას კონკურსიდან საკუთარი წიგნი, ორდროშობანა მოხსნა ტორესა მოსიმაც. მან კულტურის სამინისტროს ბოიკოტი ჯერ კიდევ 22 ივლისს გამოუცხადა, როდესაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
ტორესა მოსის სიტყვებით, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს.
"კულტურის უკულტურო მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის დღიდან მე შევწყვიტე კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტთან თანამშრომლობა პრემიებისა და მთარგმნელობითი პროგრამის ჩათვლით", — განაცხადა 22 ივლისს ტორესა მოსიმ.
ლიტერას კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული. ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა ფარული კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია, ხოლო 6 ნომინაციიდან თითოეულში გამარჯვებული ფულად პრემიას, 5 000 ლარს, მიიღებს.
პრემია ლიტერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
- წლის საუკეთესო რომანი;
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი;
- წლის საუკეთესო დებიუტი.
კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები