ბარი "ამბავი" ამიერიდან მხოლოდ ვაქცინირებულ სტუმრებს მიიღებს
ბარი ამბავი, რომელიც თბილისში მდებარეობს, დღეიდან ბარში მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართულ მოქალაქეებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ამბავის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
პოსტის მიხედვით, ბარში შესასვლელად როგორც მინიმუმ პირველი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიოთ:
"დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა".
ბარში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზანი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვაა.
27 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 335.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს. On.ge გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციისა და ვაქცინების შესახებ.
როგორ დავრეგისტრირდეთ
ვაქცინაზე რეგისტრაცია ელექტრონულია და სპეციალურ პორტალზე, Booking.moh.gov.ge-ზე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1522 და ოპერატორები დაგეხმარებიან.
პორტალზე შესვლისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინა და მათი დარჩენილი რაოდენობა. აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ასაკისთვის დაშვებულია.
ამის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანია ყველა მონაცემი სწორად იყოს მითითებული.
ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მობილურზე მოგივათ დასტური. ვაქცინაციისთვის მითითებულ დროსა და ადგილზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ცნობისთვის, ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
რაც შეეხება ეფექტურობას, პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია. NCDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ, 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.
Pfizer
ფაიზერით ვაქცინაციის დროს საჭიროა ორი დოზა. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
საქართველოში ფაიზერით აცრა დაშვებულია 16 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა იყოს 21-28 დღის ინტერვალი.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
AstraZeneca
ასტრაზენეკას ვაქცინას ასევე სჭირდება ორი დოზა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა და მას მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. ასტრაზენეკას ვაქცინის შენახვის პირობები შედარებით მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას ზრდის.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია 45 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის.
მეტი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ორი დოზა, სჭირდება. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის შენახვის პირობები მარტივია, (ინახება 2-8°C ტემპერატურაზე), რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოფარმით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოფარმის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinovac
სინოვაკის ვაქცინას სჭირდება ორი დოზა. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება. სინოვაკის შენახვაც 2-8°C ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოვაკით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოვაკის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
ვაქცინაციის მნიშვნელობა
გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ასევეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. NCDC ამბობს, რომ შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
თუ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ზუსტად არის ცნობილი ის, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში და ვაქცინაცია ამისგან გვიცავს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები