დუგინის 26 FB პოსტი ძალადობრივი აქციის მხარდასაჭერად
“მითების დეტექტორმა”ალექსანდრ დუგნის მიერ თბილისში ძალადობრივი აქციის მხარდასაჭერად 1-21 ივლისს Facebook-ზე გაზიარებული 26 პოსტი შეისწავლა.
ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელთან ლევან ვასაძესთან და ასევე მის ტელეკომპანია “ალტ-ინფოსთან” მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო პროტექსტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკიდან გულშემატკივრობდა.
5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო კონტრაქციის დროს, რომლის ლიდერი ლევან ვასაძე მოვლენებს თვალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასევე მოსკოვიდან ადევნებდა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს, 1 ოპერატორი კი, რომელიც აქციაზე ძალადობის შედეგად დაზიანებები მიიღო, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. კონტრაქციის ორგანიზატორებს შორის ალტ-ინფოს წამყვანები და დამფუძნებლებიც იყვნენ, რომელთა საჯარო გამოსვლებსა და კონტრაქციასთან დაკავშირებულ პოსტებს დუგინი ასევე ინტენსიურად აზიარებდა.
1-21 ივლისის ჩათვლით დუგინმა თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
- 26 პოსტი გამოაქვეყნა;
- 26-დან 2 პოსტში დუგინი აღფრთოვანებას გამოხატავდა თბილისში ევროკავშირის დროშის დაწვისა (Georgia I admire) და ძალადობრივი ჯგუფების “ჰეროიკული ქმედებების” გამო;
- 23 პოსტი “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების, წევრებისა და მხარდამჭერების, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და qadageba.ge-ის ლაივებს მოიცავდა.
დუგინის მიერ გაზიარებული პოსტები ქრონოლოგიურად და შინაარსობრივად ასე გამოიყურება:
1 ივლისი — ალტ-ინფოს წამყვანების მოწოდებები 5 ივლისს კონტრაქციაში მონაწილეობაზე
2 ივლისი — ლევან ვასაძის მოწოდებები მოსკოვიდან 5 ივლისის აქციაზე საზოგადოების მობილიზებაზე
6 ივლისი — პრიმაკოვის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის, qadageba.ge-ის ლაივები, “ალტ-ინფოს” წამყვანის, ზურა მახარაძის გამოსვლები; რუსული ტელეარხ РБК-ს ვიდეო, სათაურით :”ქვებით და ჯოხებით. პროტესტანტები გეი-აღლუმის წინააღმდეგ”; აქციის მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ფოტო რუსთაველის გამზირიდან, ერთ-ერთი მხარდამჭერის კომენტარით:
“აყროლებული კარვებისგან გაიწმინდა”...
“ტელევიაზია-ჟურნალისტებს ცხვირში მოხვდა იმ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო, რასაც უკვე წლებია აკეთებენ”,
“სოროსის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებს დანახეს, რამდენი ფულიც არ უნდა გადმოურიცხონ ქვეყნის გამყიდველებს, წყალში გადაყრილია და დიდი რესურსები გაუნადგურეს”.
7 ივლისი — “ALT ინფორმაციის” პოსტი ევროკავშირის დროშის ვანდალურად განადგურების შესახებ, დუგინმა შემდეგი კომენტარით გააზიარა: “საქართველო, რომლითაც აღტაცებული ვარ” (Georgia I admire).
7 ივლისს დუგინმა ასევე გააზიარა “თბილისი პრაიდის” ოფისში 5 ივლისს შეჭრისა და ლგბტ დროშის ჩამოხსნის კადრები; 6 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე აქციის საპირისპიროდ ძალადობრივი ჯგუფების შეკრების ამსახველი დიმიტრი ლორთქიფანიძის ლაივი და სხვათა პოსტები, ასევე კონტრაქციის სხვადასხვა მხარდამჭერების პოსტები.
8 ივლისი — გიორგი კოპაძის პოსტი, რომელშიც მითითებული იყო ზურა მახარაძის საბანკო ანგარიშის ნომერი, კონტრაქციაზე ძალადობრივი ქმედებების გამო დაკავებულთა დასახმარებლად.
9 ივლისი — “ალტ-ინფოს” წევრებისა და მხარდამჭერების ფოტო და ლაივი აქციიდან.
10 ივლისი — “ალტ-ინფოს” წამყვანის ზურა მახარაძის 2014 წლის ვიდეო, რომელშიც ის საუბრობს, თუ როგორ ისწავლა ბავშვობაში დაჩაგრულმა ძალადობის მართვა.
12 ივლისი — დუგინის კომენტარი და პოზიტიური შეფასება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ქართველები სასწორის პინას მათკენ (რუსეთისკენ) ხრიან: “ქართველები თავიანთი ჰეროიკული ქმედებებით მსოფლიო წონასწორობას ცვლიან და სასწორის პინას ჩვენს მხარეს ხრიან. მე გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ ხალხით.”
12 ივლისსვე დუგინმა ასევე გააზიარა პოსტი, რომელიც 5 ივლისის მოვლენების გამო პარლამენტში ოპოზიციის პროტესტს და ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავდა.
17 ივლისი — დუგინმა გააზიარა იმ შოთა გიორგის ძე მამულაშვილის კონტრაქციასთან დაკავშირებული პოსტი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ალტ-ინფოს მოწოდების შემდეგ 25 ივლისს დემონსტრაციულად დაწვა და რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე მოწოდებაც გაახმოვანა.
15, 16 და 17 ივლისი — დუგინი აქტიურად აზიარებდა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებისა და წამყვანების 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების მასალებს, ასევე სხვადასხვა მედიებში ალტ-ინფოს წამყვანის ზურაბ მახარაძის შეფასებებს.
ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. 2015-2016 წლებში, ალექსანდრ დუგინი კონსტანტინ მალოფეევის მფლობელობაში მყოფი ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია Царьград TV-ს რედაქციის ხელმძღვანელიც იყო.
დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ დუგინი აქტიურად უჭერს მხარს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ რადიო “ეხო მოკსვისათვის” მიცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ქართველები ოსი ხალხის გენოციდს ახდენდნენ. მოგვიანებით, 2010 წელს კი განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიების დაბრუნების ილუზია, ხოლო რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვისაა საჭირო, რომ მეტი ტერიტორიები არ დაკარგოს.
ალექსანდრ დუგინს კავშირი აქვს მსოფლიო საოჯახო კონგრესთან. საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე კი დუგინთან ურთიერთობას არ უარყოფს და იმასაც აღნიშნავს, რომ მას საქართველოზე აზრი შეაცვლევინა.
საყურადღებოა ისიც, რომ ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი პოსტების გაზიარების გარდა ალექსანდრ დუგინი “ალტ-ინფოს” ეთერშიც ჩნდებოდა და კრემლის სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით ახმოვანებდა. მისი პოსტები ALT-TV-ს ფეისბუქ გვერდზე დასპონსორებული სახით ჩნდებოდა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები