შეთანხმების მოშლა ნიშნავს, რომ "ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რჩება ხელისუფლებაში — ISFED
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
"ზოგადად ხომ არ ებმის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტოს. ეს შეთანხმება იყო აქ მთავარი ამბავი და შეთანხმებაზე უარის თქმა ნიშნავს ყველაფრის ანულირებას [...] ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა შედეგი დადოს ქართულმა ოცნებამ, ისინი 4 წლის ვადით მაინც რჩებიან ხელისუფლებაში, ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე", — აცხადებს დოლიძე.
რაც შეეხება შესაძლო 53%-იან ბარიერს, რომელზეც ქართული ოცნება გვპირდება, რომ "კეთილი ნებით" მიიღებს გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, დოლიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამას არ დასთანხმდება.
"საერთოდ არ მგონია, რომ 43%-ის იქეთ რაიმე პროცენტზე მოლაპარაკებები იქნება. ეს იყო დიდხნიანი მოლაპარაკებების [შედეგი] და ჩვენი დასავლელი პარტნიორების [მუშაობის] შედეგად მიღწეული შეთანხმება. ახლა უკვე არარეალისტური მგონია რაღაც სხვა პროცენტებზე საუბარი, რომელსაც სხვა პოლიტიკური პარტიები დაეთანხმებიან. ამიტომ, ეს მსჯელობა მოკლებულია არგუმენტებს", — ამბობს დოლიძე.
ქართული ოცნების დღევანდელ განცხადებას სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი აფასებს, როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრას.
"ეს არის, ფაქტობრივად, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის და აშშ-ს მედიაციით ამდენი ხნის კრიზისის შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელსაც უნდა დაელაგებინა ქვეყანაში სიტუაცია [...] გამოდის რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა ამ მცდელობას ხაზი გადაუსვეს. ამას, დარწმუნებული ვარ, მოჰყვება ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", — აცხადებს ნინო დოლიძე.
ნინო დოლიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული ხელშეკრულება, არამედ პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მეორედ მოატყუა ქართველი ხალხი.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშეკრულება არ არის მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის აღებული ვალდებულება, ეს არის საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება და გამოდის, ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ერთხელ როდესაც შეჰპირდა პროპორციულ არჩევნებს და მოატყუა და ახლა, როდესაც შეჰპირდა, რომ ამ შეთანხმებას შეასრულებდა ქართველი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებაც არ შეასრულა", — განაცხადა ნინო დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმების ანულირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნას დააფუძნა. ნინო დოლიძე აცხადებს, რომ კომისია "ფაქტობრივად ერთპარტიული" იყო და მისი დასკვნები სანდო ვერ იქნება.
"10 თვის შემდეგ ზეპირსიტყვიერი გამოკითხვით და 20 უბნის გადათვლით, მათ მიერ დადებული დასკვნა საერთოდ მოკლებულია დასაბუთებას და სანდოობას საერთოდ არ იმსახურებს", — ამბობს ნინო დოლიძე.
ნინო დოლიძე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.
რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები