"ოცნება" ოპოზიციას ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ გავდივართ შეთანხმებიდან, ითანამშრომლეთ და ჩვენ გადავწყვეტთ, იქნება რიგგარეშე თუ არაო — მენაბდე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვახუშტი მენამდე აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ქართული ოცნების მხრიდან უარის თქმა წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოა. როგორც ის On.ge-სთან ამბობს, მმართველის პარტიის მიერ დასახელებული 53% არ არის პირობა. მენაბდის აზრით, დღევანდელი განცხადებით ხელუსუფლებამ ოპოზიციას უთხრა, რომ შეთანხმებიდან გადის და რიგგარეშე არჩევნები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად გააგრძელებს პარლამენტში ყოფნას და თანამშრომლობას, რაც უსამართლოა.
"53% არ არის პირობა, სასხვათაშორისოდ ნათქვამი პროცენტი იყო. სინამდვილეში, აქ საუბარია იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში დანიშნავენ, თუ ოპოზიცია მოიქცევა "პასუხისმგებლიანად". რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია გადის შეთანხმებიდან და ამის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც უნდა დარჩეს პარლამენტში, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და ა.შ. ასე უნდა წავიკითხოთ ოცნების განცხადება — რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავედით შეთანხმებიდან, თუ ოპოზიცია მაინც დარჩებით პარლამენტში, გააგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, დავნიშნოთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები არჩევნების შედეგების მიუხედავად. ანუ თუ ჩვენს ამ დესტრუქციულ ქმედებას თქვენ მშვიდად შეხვდებით და არ უპასუხებთ რადიკალური ნაბიჯებით, კი ბატონო. მე მგონია, რომ ეს სამართლიანი არ არის. ცხადია, მე არ ვამბობ იმას, რომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს, მე ვამბობ, რას გულისხმობს ოცნება, როცა ამას ამბობს", — აცხადებს საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი.
ამასთან, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ეს ნაბიჯი კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.
"მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოა და მასხრად იგდებს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომლის იმედიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს მომავალზე ფიქრობენ. ძნელი წარმოსადგენია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, თუმცა ეს ნაბიჯი კრიზისს კიდევ უფო მეტად გააღრმავებს და პოლიტიკური დესტაბილიზაციის კარგ საფუძველს ქმნის, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო რეაქციებზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ უსიამოვნო იქნება", — ამბობს მენაბდე.
რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო. შესაბამისად, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები