პარლამენტიდან გამოსვლისა და არჩევნების ბოიკოტირებისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა არ გამოვრიცხავ — ბაქრაძე
დეპუტატ დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მისი პირველი რეაქცია პარლამენტიდან გამოსვლის სურვილი იყო, თუმცა აცხადებს, რომ დროებით თავს იკავებს. იგივე პოზიცია აქვს დეპუტატს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირების შესახებ.
"რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ის ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან და დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
ბაქრაძე ფიქრობს, რომ ახლა, როგორც არასდროს ისეა საჭირო ოპოზიციური ერთობა. დეპუტატი აცხადებს, რომ ისედაც პოლარიზებული საზოგადოება, შეთანხმების გაწყვეტის შემდეგ სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხის წინაშე დადგა.
"მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, ამუშავებულიყო პარლამენტი და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმების და ნაბიჯების გზით წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა — ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე", — აცხადებს დავით ბაქრაძე.
ბაქრაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე.
"ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვლად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია", — აცხადებს დავით ბაქრაძე.
რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.
გაიგე მეტი:
- შეთანხმების მოშლა ნიშნავს, რომ "ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რჩება ხელისუფლებაში — ISFED
- ძალიან სამწუხაროა, რომ ენმ-მ პირდაპირ ხელი შეუწყო ამ პროცესს — სამადაშვილი დოკუმენტის ანულირებაზე
- შეთანხმების ანულირება ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება პანიკაშია — ბოკერია
- "ოცნება" ოპოზიციას ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ გავდივართ შეთანხმებიდან, ითანამშრომლეთ და ჩვენ გადავწყვეტთ, იქნება რიგგარეშე თუ არაო — მენაბდე
- ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გვითხრა, რომ მათ უარი თქვეს საქართველოს ევროპულ მომავალზე — გიგაური
- ლელო ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს
- ეს არის უარის თქმა ევროპაზე, აშშ-ზე, ყველა პარტნიორზე — სამნიძე მიშელის შეთანხმების ანულირებაზე
- მე ვტოვებ პარლამენტს, იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ მივმართავ პარლამენტს — ჯაფარიძე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები