გამოვდივართ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით კრიტიკული გაშუქების რეჟიმს — გვარამია
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხი გამოდის სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდება მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.
"მთელმა ამ პერიოდმა, მედიის მუშაობამ შეასრულა ისტორიული როლი და გადამწყვეტი როლი, ჩემი აზრით, ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხებაში. ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხებია მთავარი წინაპირობა არის მისი სახის სრული გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა და ბოლო თვის უწყვეტი სოლიდარული და პროფესიონალური კამპანიის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღო უკვე მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი. მედიამ, მე ვფიქრობ და ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, რომ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, პროცესებმა უკვე მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმით მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს", — განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, საკითხმა მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი მიიღო და ეს ბრძოლა პოლიტიკოსების მოსაგებია.
"საკითხმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი, შესაბამისად ეს სივრცე და ეს ბრძოლა უკვე არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი. ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური ბრძოლა, რაც დღეს რუსეთთან პრაქტიკულად შეერთების და დიქტატურის დამყარების დეკლარაციით გააკეთა ქართულმა ოცნებამ. თავისთავად ცხადია, მთავარი არხი, იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური ტელევიზიებიც, ამ ბრძოლაში იდგებიან არა პატრიოტული მედასავლეთე პოლიტიკური პარტიების გვერდით, არამედ იდგებიან საქართველოს და მისი ინტერესების გვერდით", — თქვა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა.
გვარამიამ, ასევე, განაცხადა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოში ხელისუფლება შეეცდება ოპოზიციური მედიების გაჩუმებას, დახურვას და ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს ქართული ოცნების ხელისუფლება.
რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო. შესაბამისად, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები