პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი — იონათამიშვილი
ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს "მეგობარი პოლიტიკოსი" არ არის. ასე ეხმაურება ის პავილიონისის კრიტიკას ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, ასევე, 5 ივლისის ძალადობაზე და მედიის უფლებებზე. იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის იდენტურია".
"როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ", — წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.
დეპუტატი იმედში სპეცრაზმის შესვლაზე, ასევე, მოდელირებულ ქრონიკაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ახლა "ნაცების მეგობარი" ქართულ ოცნებას "არიგებს ჭკუას" მედიის თავისუფლებაზე.
ქართული ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებასა და 5 ივლისის ძალადობაზე, ასევე, მედიის უფლებებზე ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა დღეს ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, რომელ გზას ირჩევს — დასავლურს თუ რუსულს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არასწორია. ამასთან, პავილიონისის თქმით, მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს.
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები