“ბიზნესი არ არის 100-მეტრიანი გარბენი, ბიზნესი მარათონია" — დავით გავაშელი, საერთაშორისო სტარტაპ Stack-ისა და Liloshop.ge-ს თანადამფუძნებელი
ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ანტრეპრენერმა, პროფესიით იურისტმა, დავით გავაშელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა ლონდონში გააგრძელა და თავის გუნდთან ერთად პირველი ქართული ჭკვიანი ბრაუზერი — Stack შექმნა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ანტრეპრენერმა Liloshop.ge-ს შექმნასაც ჩაუყარა საფუძველი , რომელიც დღეს ყველაზე დიდ ქართულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმად იქცა B2B და B2C მომხმარებლებისთვის.
როგორ მოიპოვა Stack-მა საერთაშორისო აღიარება?
— Stack პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის.
"პირველი ცვლილება, რაც ბრაუზერებში მოხდა, იყო ტაბების დამატება. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადამიანი ერთი საიტიდან მეორეზე მარტივად გადასულიყო. თუმცა 25 წლის განმავლობაში ეს დიზაინი არავის აღარ შეუცვლია. ინტერნეტი კი ძალიან შეიცვალა. გარდა საიტებისა, ჩვენ ძირითად ნაწილს აპლიკაციების მოხმარებაში ვატარებთ, როგორიცაა ფეისბუქი, მესენჯერი და ა.შ. როცა ამ ფაქტს დავაკვირდით, მივხვდით, რომ ცვლილება გვჭირდებოდა. Stack-ს ბრაუზერს ვეძახით, რათა მომხმარებელმა დაახლოებით გაიგოს რასთან აქვს საქმე, სინამდვილეში ის აპლიკაციების მენეჯმენტში გვეხმარება და უფრო ოპერატიული სისტემის სტილი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ბრაუზერის", — განმარტავს დავითი.
სტარტაპ იდეისთვის დავითის გუნდმა GITA-ს გრანტი მოიპოვა, Tech Crunch-ის დიდი დაინტერესება გამოიწვია და 500 Startups-ის საშუალებით პირველი ინვესტიცია მოიზიდა, რის შემდეგაც სხვა ინვესტორებისკენ გზა გაეხსნა.
როგორ იქცა ლილოშოპი ქართული კომპანიებისთვის (B2B) პირველ და ყველაზე დიდ ელექტრონულ კომერციის პლატფორმად?
მოგეხსნებათ, მომხმარებლისთვის ლილო მოლი მრავალფეროვანი პროდუქციის ქართულ ბაზარზე უკონკურენტო ფასად შეძენის საშუალებაა. ეს დემოკრატიული სივრცეა ქართველი მომხმარებლებისთვის — რაც მთავარ ღირებულებად იქცა ლილოშოპის შემთხვევაშიც. ფასის სხვაობა საიტსა და ლილო მოლის ადგილობრივ მაღაზიას შორის მცირეა. სამაგიეროდ მყიდველი ზოგავს დროს, ენერგიას, მგზავრობის თანხას. სწორედ,პროდუქციის მრავალფეროვნების გამო, სავაჭრო სივრცე თანაბრად საინტერესო გახდა B2B და B2C მომხმარებლებისთვის.
LILOSHOP.GE-ზე ლილო მოლში 6 000 მაღაზიის, 3 800-მდე მეწარმის პროდუქცია განვათავსეთ, რაც მეტად შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა ამად ღირდა, რადგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლებისგან, მოგვიანებით კი კომპანიებმაც დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა, რის შემდეგადაც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებად ვაქციეთ B2B მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა და ცალკე დეპარტამენტიც ჩამოვაყალიბეთ კომპანიაში.
ბიზნესის რომელ სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობთ?
სასტუმროები, რესტორნები, ჰიპერმარკეტები, საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები, სახელმწიფო ინსტიტუციები, საბანკო სექტორი , საერთაშორისო და სხვა კერძო ორგანიზაციები — ეს იმ დაწესებულებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წლებია უკვე, Liloshop.ge-თან გრძელვადიანად თანამშრომლობენ.
რა არის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდე, როდის უნდა დანებდე. ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია: მე თვითონ უნდა ვიცოდე, რომ საქმის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთე. თუ ამის შემდეგაც არაფერი გამოვიდა, ესე იგი მე იქ არ ვყოფილვარ, სადაც საჭირო იყო, ან ეს პროდუქტი ხალხს არ სჭირდებოდა. მცირე პაუზის შემდეგ საქმეს კვლავ ახალი მოტივაციით უნდა შეუდგე და დაიწყო განხორციელება.შემდეგ ყველაფერი რიგიანად გამოვა!", — ამბობს დავითი.
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები