დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 561, ხოლო გარდაიცვალა — 25 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის, 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,93%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 7,09%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 6,59%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 416 338-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 243;
  • აჭარა — 413;
  • იმერეთი — 273;
  • ქვემო ქართლი — 149;
  • შიდა ქართლი — 102;
  • გურია — 71;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 142;
  • კახეთი — 175;
  • მცხეთა-მთიანეთი — 75;
  • სამცხე-ჯავახეთი — 43;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273, საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 076, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 226.

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 20 035.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: