პეკინის ქუჩაზე, Zoommer-ის მაღაზიის წინ, უჩვეულო "დემონსტრაცია" იმართება — Acer-ის ლეპტოპი ერთკაციან აქციაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოგვიწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, Zoommer ფეისბუქზე ავრცელებს.

"ყველა ვაქცინა გვიცავს, აიცერი!" — ამ ტრანსპარანტით "ხელში", მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის "წარმომადგენელი" იმუნიზაციის მნიშვნელობას შეგვახსენებს.

საინტერესოა, რომ Acer-ის ლეპტოპს, ნიუ იორკელი მარტოხელა "აქტივისტის" მსგავსად, უკვე აქვს ინსტაგრამის საკუთარი ანგარიში, acerwithsign, რომელშიც მის კიდევ ერთ სლოგანს — ყველა ძლიერი იმუნიტეტის უკან აცრა დგას! — შეხვდებით.

როგორც ჩანს, ეს საინტერესო კამპანიის დასაწყისია. ვფიქრობთ, "ეიცერი" Acer-ის ლეპტოპის ერთადერთი მოწოდება არ იქნება და ყველაფერი ამ ერთი აქციით არ დასრულდება. ამიტომაც, მის აქტივობას ინსტაგრამზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი.