უდუმაშვილის თქმით, თუ "ოცნება" მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდება, შესაძლოა, ხელი ენმ-მაც მოაწეროს
მმართველი პარტია შეთანხმების ჩარჩოებში თუ დაბრუნდება, შესაძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწეროს მიშელის შეთანხმებას. ამის შესახებ ენმ-ის წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, მათ შეთანხმება არ დაურღვევიათ, რადგან ხელი არა აქვთ მოწერილი. თუმცა, თუ "ოცნება" დაუბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებს, ნაციონალური მოძრაობა არ გახდება "განხეთქილების ვაშლი". მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, დღეს არსებული ვითარების ფონზე ჩანს, რომ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებაზე დაუბრუნებას არ აპირებს.
"თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში, ნაციონალური მოძრაობა იმსჯელებს, მიუერთდეს. შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას [...] თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობაა, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში "განხეთქილების ვაშლი" და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ ქართული ოცნება უპირველეს ყოვლისა უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება [...] ჯერჯერობით ქართული ოცნებიდან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, გარდა ვითარების გაუარესებისა, რომ ის აპირებს ამ შეთანხმების ჩარჩოებს დაუბრუნდეს. განცხადებები, ჩვენ რაც გვესმის, სრულიად არაადეკვატურია", — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. თუმცა, ენმ-ის მიერ ხელმოწერის საჭიროებაზე მანამდეც კეთდებოდა განცხადებები.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები