Telegram-ის ახლახან გამოსული განახლება საშუალებას აძლევს 1000-მდე ადამიანს შეუერთდეს ვიდეოზარს. განახლების შედეგად ცვლილება ეხება ვიდეო შეტყობინებების, ეკრანის გაზიარებსა და სხვა მახასიათებლებსაც.

"ჩვენ გავაგრძელებთ ამ ლიმიტის გაზრდას მანამ, სანამ დედამიწაზე ყველა ადამიანი არ შეძლებს შეუერთდეს და უყუროს იოდელის დღესასწაულს", — ამბობს კომპანია.

განახლებების შედეგად მომხმარებელმა მიიღო ვიდეოსთან დაკავშირებული მრავალი ცვლილება, როგორიცაა ვიდეოს მიმდინარეობის სიჩქარის კონტროლის ფუნქცია, ბმულების გაზიარების შესაძლებლობა კონკრეტული დროის ნიშნულების მითითებით. ასევე, გაიზარდა ვიდეო შეტყობინებების მაქსიმალური გარჩევადობა.

განახლება ასევე ითვალისწინებს ეკრანის გაზიარებას ზარის მიმდინარეობისას და ასევე ეკრანის გაზიარებისას მოწყობილობის აუდიოს ჩაწერის შესაძლებლობას.

Telegram აცხადებს, რომ განახლება ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ წაიშალოს შეტყობინებები ავტომატურად, ერთი თვის შემდეგ. გარდა ამისა, ის იძლევა პაროლის აღდგენის ახალ ვარიანტს, რომელიც არ ეყრდნობა ელ.ფოსტის ანგარიშს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე