GOT-ის მერე კიტ ჰარინგტონს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება მოუწია
სერიალ Game Of Thrones-ის (სამეფო კარის თამაშები) დასასრულმა უამრავ მაყურებელზე მძიმედ იმოქმედა და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ამ შოუს მონაწილეები იყვნენ.
HBO-ს ამ საკულტო სერიალის ფინალმა ფანების ერთი ნაწილი სიუჟეტის მოულოდნელი განვითარების გამო გაანაწყენა, მეორე ნაწილი კი უბრალოდ ისტორიის დასასრულის გაცნობიერებამ დაასევდიანა. თუმცა მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა ცოტა ხნის წინ იმ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც კონკრეტულად სამეფო კარის თამაშების სიუჟეტურ ხაზს არ უკავშირდება, მაგრამ ამ მასშტაბურ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობის იმ შედეგებს გვაჩვენებს, რომლებზეც ხშირად არაფერი ვიცით ხოლმე.
გადაცემაში The Jess Cagle Show საუბრისას კიტ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ კარიერული შესვენების აღება მოუწია, რათა მენტალური ჯანმრთელობის იმ პრობლემებისთვის ემკურნალა, რომლებიც გადაღებებზე გადაღლამ გაუმწვავა.
"გულახდილად რომ ვთქვა, სერიალის დასრულების შემდეგ მენტალური ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებთან გამკლავება მომიწია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამ შოუს სპეციფიკამ და იმ რუტინამ გამოიწვია, რომელშიც წლების განმავლობაში ვიყავი ჩართული", — თქვა მან.
საბედნიეროდ, მან იპოვა გამოსავალი და მის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც წარმატებულად გაართვა თავი:
"GOT-ის შემდეგ ვფიქრობდი, რომ სადღაც ერთი წელი მაინც უნდა დამესვენა და საკუთარ თავზე ვკონცენტრირებულიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად ასე მოვიქეცი", — აღნიშნა მან.
აღებული პაუზა მას დაეხმარა, რომ უკეთ დაფიქრებულიყო იმ ყველაფერზე, თუ რისი გაკეთება სურდა. ასე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სერიალში Modern Love (თანამედროვე სიყვარული) ეთამაშა და მას მართლაც მალე ვიხილავთ ამ შოუს მეორე სეზონის ერთ-ერთ სერიაში.
"როცა სამუშაოს დავუბრუნდი, ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, რაზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი. როცა თანამედროვე სიყვარულის ეპიზოდში მონაწილეობას დავთანხმდი, ვფიქრობდი: 'ყოველთვის სტრესულ გარემოში არ უნდა იყო. უფრო მსუბუქ საქმეს რატომ არ შეეჭიდები? იქნებ რამე სახალისო გეცადა.' და ასეც მოვიქეცი კიდეც", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსახიობებზე რომელიმე ფილმსა თუ სერიალზე მუშაობამ მძიმედ იმოქმედა. მაგალითად, ჰარი პოტერის ფილმების სერიაში რონის შემსრულებელმა, რუპერტ გრინტმაც, არაერთხელ აღნიშნა, რომ უამრავ ფსიქიკურ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია როგორც გადაღებებისას, ისე ამ პროცესის დასრულების შემდეგ.
ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდეთ, ყოველთვის გვჭირდება დასვენება, რათა ზედმეტად არ გადავიღალოთ და არ გადავიწვათ. ცხოვრებაში აუცილებელი შესვენებები კი იმისთვისაცაა საჭირო, რომ უკეთ გავიაზროთ, რა გვჭირდება და რა იქნება სამომავლოდ უკეთესი ჩვენთვის.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები