თურქეთში თითქმის ერთი კვირაა, ხანძარს ებრძვიან — რა სიტუაციაა მეზობელ ქვეყანაში
თურქეთში ბოლო ათწლეულში ყველაზე მძლავრ ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. ბოლო მონაცემებით, 30 პროვინციაში გაჩენილი ხანძრის კერების მხოლოდ ნაწილია ჩამქრალი.

ფოტო: EURONEWS
ძლიერი ხანძრის შედეგად მეზობელ ქვეყანაში 8 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 95 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობაში 4 ათასზე მეტი მეხანძრე, 6 თვითმფრინავი და 51 ვერტმფრენი მონაწილეობს. თუმცა, ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.
ხანძრის გავრცელების მიზეზადაც სწორედ მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება, რის გამოც ერთდროულად რამდენიმე კერა გაჩნდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხანძრის ერთ-ერთი კერა ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.
ევრონიუსი ქალაქ მილასის მერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთში ტყის ხანძარი თბოელექტროსადგურს უახლოვდება — უკონტროლო ცეცხლმა კრიტიკული წერტილი უკვე გადალახა.
თითქმის ერთი კვირაა, ქვეყნის სამხრეთით ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და ცალკეულ ადგილებში დასახლებული პუნქტებიც დაიწვა.
კურორტებსა, თუ სხვა საცხოვრებელ კერებში ხანძრებს ახლაც ებრძვიან.
იქ, სადაც ცეცხლის ჩქარობა ვერ ხერხდება, ადამიანები უსაფრთხო ადგილებისკენ გარბიან. რამდენიმე რეგიონში გამოცხადებულია ევაკუაცია.
თურქეთში ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლი ხმელთაშუა ზღვაზე კოსმოსიდან ასე გამოიყურება:
თურქეთის დასახმარებლად ევროკავშირმა სამი სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი გაგზავნა. რუსეთმა, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და ირანმა ასევე გაგზავნეს თურქეთში წყლის ბომბდამშენები. მეზობელ ქვეყანას დახმარება საქართველომაც შესთავაზა.
თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღადგენენ დაზიანებულ სახლებს და აანაზღაურებენ ზარალს ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები