4 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ფოტო: ISTOCK
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 934, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის, 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,36%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 8,35%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 7,65%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი — 1 924;
- აჭარა — 591;
- იმერეთი — 518;
- ქვემო ქართლი — 200;
- შიდა ქართლი — 185;
- გურია — 107;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 222;
- კახეთი — 270;
- მცხეთა-მთიანეთი — 92;
- სამცხე-ჯავახეთი — 97;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102, საიდანაც 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 240, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 261.
2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 605 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 46 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 26 931.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები