ღია ბანკინგი — თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
დინამიკურ სამყაროში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ცვლილებებს ფეხი უნდა ავუწყოთ და პროგრესს არ შევუშინდეთ — აუცილებელია საქმიანობის ახალ სივრცეში გადატანა, ახლებურად მუშაობა, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების დანერგვა. თავისთავად ცხადია, რომ ეს ცვლილებები საბანკო და ფინანსურ-ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ კომპანიებსაც ეხებათ.
ტექნოლოგიური ცვლილებების წინა ხაზზე, უკვე ტრადიციულად, თიბისი აღმოჩნდა, რომელმაც ბაზრის ინოვაციურ მოთხოვნებს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის შემოღებით უპასუხა - აქ. ახლა თიბისი მომხმარებლებს ღია ბანკინგს სთავაზობს. ღია ბანკინგის მიზანი ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა, მასში ჩართული ყველა მხარისთვის. მარტივად რომ ავხსნათ, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ საკუთარი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით მიიღონ გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები. ეს არის ეკოსისტემა სადაც გაერთიანდება ახალი აპლიკაციები და შეთავაზებები ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიებისგან.
თიბისიში ფიქრობენ, რომ ღია ბანკინგი არის განვითარებისა და ახალ სიმაღლეებზე გადასვლის შესაძლებლობა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს.
საერთო სივრცის პრინციპი ზრდის მომსახურების სისწრაფესაც, რადგან, მაგალითად, თუ ხელფასი ერთ ბანკში გერიცხებათ, ხოლო სესხით სარგებლობა სხვა ბანკში გსურთ, თქვენი ნებართვის საფუძველზე ბანკებს შორის ინფორმაცია ავტომატურად გაიცვლება, რაც ბიუროკრატიულ თავის ტკივილს აგარიდებთ.
ღია ბანკინგის დანერგვით, თიბისი საკუთარ მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს, ხოლო ბიზნესს უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის. ღია ბანკინგის იდეა ორიენტირებულია მომხმარებელზე, მისი ცხოვრების გამარტივებასა და პროდუქტთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესებაზე - ამიტომაც, საუბარი მომხმარებლით უნდა დავიწყოთ.
პირველ ეტაპზე, თიბისის ღია ბანკინგი სერვისების გაერთიანების შესაძლებლობას გვაძლევს - მომხმარებელს, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ბანკის ანგარიშებით სარგებლობს, მათი გაერთიანება ერთ სივრცეში - თიბისის მობაილბანკში შეუძლია, რაც, თავისთავად, ფინანსების მართვას გაუმარტივებს მომხმარებელებს. ფუნქციონალი სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი, შემდეგ ეტაპზე კი თიბისი მობაილბანკით ტრანზაქციების განხორცილებაც გახდება შესაძლებელი სხვა ბანკში არსებულ ანგარიშებს შორის.
თავისთავად ცხადია, რომ ღია ბანკინგის მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა დადებით გავლენას ახდენს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე - გამჭვირვალობა წარმოშობს კონკურენციას, რომელიც ბაზარზე ახალგამოჩენილ და პოტენციურ მოთამაშეებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ღია ბანკინგი ხელს უწყობს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და პროდუქტის ხარისხის ზრდას, რაც აუცილებელია ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჯანსაღი და სწრაფი ზრდისათვის. ღია ბანკინგი ფინანსურ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რაც, თავისთავად, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს-მოდელების მქონე ფინ-ტექ კომპანიების გაჩენისა და განვითარების საფუძველია. საბანკო სექტორის მომავალი სწორედ მის ღიაობაშია.
აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგის განვითარების შემდეგ ეტაპზე დეველოპერები და ამ საკითხით დაინტერესებული კომპანიები თიბისის სხვადასხვა სერვისების ინტეგრაციას შეძლებენ, რითაც საკუთარი მომხმარებლებისათვის უფრო დახვეწილი პროდუქტის მიწოდება შეეძლებათ. ღია ბანკინგის ფარგლებში, თიბისი არაერთ ფინანსურ ინსტიტუტთან და ფინ-ტექ სუბიექტთან ითანამშრომლებს და მათთან ერთად შექმნის პროდუქტებს, რომელთა ინტეგრაციაც მარტივად იქნება შესაძლებელი.
ღია ბანკინგის პრინციპები, მათ შორის გამჭვირვალობა, დაცულობა და ეფექტურობა - ფინანსური სექტორის განვითარების საწინდარია. სულ მალე, თიბისის დახმარებით, ევროპაში აღმოჩენილი ეს იდეა ქართულ რეალობას მოერგება და ქვეყანაში ტექნოლოგიურ განვითარებას კიდევ უფრო დააჩქარებს. წინ — ღია ბანკინგისაკენ!
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები