ჯაფარიძის თქმით, მიშელის შეთანხმების ანულირების შეფასებისას პრეზიდენტს "ზედმეტად დიპლომატიური ენა" ჰქონდა
პარტიის, გირჩი — მეტი თავისუფლება თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეფასება მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე რბილი და "ზედმეტად დიპლომატიური" იყო. ჯაფარიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ იყო იმ რეალობის ადეკვატური, რომელშიც ვცხოვრობთ.
"მოვისმინე შეფასება, მაგრამ, ჩემი აზრით, იყო რბილი და ზედმეტად დიპლომატიური ენა. ეს არ იყო ის შეფასება, რომელიც იქნებოდა შესაბამისი იმ რეალობის, რა რეალობაშიც ახლა არის ქვეყანა და იმ საქციელის, რა საქციელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი მიშელის შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსების ნაწილს შეხვდა, გუშინ, 3 აგვისტოს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ვერც დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე და ვერც მის ანულირებაზე. ზურაბიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ქართული ოცნების არგუმენტებს, რითაც ხსნიან დოკუმენტის ანულირება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა უცხოეთისგან პატივისცემას ვითხოვთ, თავადაც უნდა ვიმსახურებდეთ პატივისცემას, ამისთვის კი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ.
აღსანიშნავია, რომ თავად ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტთან სასაუბროდ არ მივიდა. მან განაცხადა, რომ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდა, თუ პრეზიდენტი საჯაროდ შეაფასებდა ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იგივე არგუმენტით თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მეტიც, ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან ქართული ოცნების საჯარო კრიტიკას ელოდება.
გაიგე მეტი:
- ზურაბიშვილი: ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ქცევა საფრთხეს უქმნის სხვას
- ზურაბიშვილი: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე და ვერც მის ანულირებაზე
- პრეზიდენტი: არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას
- ზურაბიშვილი: პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს სიტყვას
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები