დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 626, ხოლო გარდაიცვალა — 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის, 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,76%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 8,67%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 7,85%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 393 453-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 652;
  • აჭარა — 601;
  • იმერეთი — 400;
  • ქვემო ქართლი — 197;
  • შიდა ქართლი — 155;
  • გურია — 93;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 190;
  • კახეთი — 187;
  • მცხეთა-მთიანეთი — 84;
  • სამცხე-ჯავახეთი — 89;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108, საიდანაც 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 258, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 269.

2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 49 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 27 622.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: