ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ დიდი ღონისძებები, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება, არ ჩატარდება. ამჯერად, როგორც ჩანს, მთავრობა არ აპირებს, თავად აკრძალოს შეკრებები და ორგანიზატორებს სთხოვს, რომ გადადონ ღონისძიებები.

"არაა აუცილებელი კონცერტები, რა თქმა უნდა, ამ მიმდინარე პერიოდში ყველა უწყობს ხელს ინფექციის გავრცელებას. ამდენად, ამ ტიპის ღონისძიებების გადადება, სადაც შესაძლებელია, თავად ორგანიზატორებისგან იქნება ნამდვილად დიდი დახმარება ეპიდემიის მიმდინარეობის და მართვის კუთხით, თუ ამას მოახერხებენ და გარკვეულ დროს მოგვცემენ იმისთვის, რომ გავიაროთ ეს პერიოდი შედარებით უსაფრთხოდ", — განაცხადა მან.

წინა ჩაკეტვებისას ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ კულტურის სფერო იყო. პანდემიის გამო თვეების განმავლობაში ვერ იმართებოდა კონცერტები, საკლუბო ივენთები. ამჟამად დიდი ღონისძებების გამართვა, მხოლოდ რეკომენდაციების დაცვით არის დაშვებული.