10 ცნობილი პერსონაჟი, რომელსაც სხვა სახელი უნდა რქმეოდა
ავტორისათვის პერსონაჟი შვილივითაა. შემოქმედებითი ცხოვრების ერთ მომენტში უცნობი ვიღაც ჩნდება და შემდეგ მას მთელი ცხოვრება თან დასდევს. ან, არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ პერსონაჟის გამოჩენა იქცევა შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისად ხოლმე. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ შვილის სახელის მოფიქრებაზე არანაკლებ საპასუხისმგებლო მისია საკუთარი პერსონაჟის მონათვლაა; ამას კი, შესაძლოა, დიდი დროც დასჭირდეს — ჯერ პერსონაჟი, მისი წარმომავლობა და ხასიათი უნდა გაიცნო, შემდეგ კი იმაზეც იფიქრო, რა სახელი შეჰფერის ასეთ ადამიანს ყველაზე მეტად.
სწორედ ასე ხდება, რომ უკვე მონათლული პერსონაჟის გადანათვლა და სახელის შეცვლა ხდება ხოლმე საჭირო. არაერთ ცნობილ პერსონაჟს თავდაპირველად ისეთი სახელი ერქვა, როგორითაც მათ ახლა ვეღარც კი წარმოვიდგენთ.
ამ სტატიაში სწორედ ასეთ გმირებს წარმოგიდგენთ.
1. გენდალფი ჰობიტიდან
ბლადორთინი გახსოვთ? რა თქმა უნდა, გემახსოვრებათ. თუმცა, ტოლკინს ეს სახელი ჯადოქრისთვის ჰქონდა მოფიქრებული, თავად გენდალფი კი ჯუჯების ლიდერი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ლეგენდარული ფენტეზი საგის ავტორმა გადაწყვიტა, სახელები გადაენაცვლებინა და წვერიანი მაგი გენდალფი გამხდარიყო, ბლადორთინი კი მკვდარი მეფე ყოფილიყო, რომელიც ტოლკინის შემოქმედებაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.
2. ჰერმიონ გრეინჯერი ჰარი პოტერიდან
პოტერიადის ტვინიკოსა პერსონაჟის გვარი თავდაპირველად პაკლი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როულინგის თქმით, პერსონაჟს ეს სულაც არა შეეფერებოდა. ამიტომ, ავტორმა გადაწყვიტა, ჰერმიონისთვის ისეთი გვარი მოეფიქრებინა, რომლის წარმოთქმაც ჟელიბონისგან დატოვებულ გემოს არ მოგაგონებს.
3. სკარლეტ ო'ჰარა ქარწაღებულნიდან
სკარლეტ ო'ჰარას თავისმა შემოქმედმა ლამის პენსი დაარქვა. ლეგენდარულ პერსონაჟს სახელი წიგნის დაბეჭდვამდე არცთუ დიდი ხნით ადრე შეეცვალა.
4. ჰოლი გოლითლი წიგნიდან საუზმე ტიფანისთან
წიგნის საუზმე ტიფანისთან პირველ ვერსიაში ჰოლი გოლითლის სახელი და გვარი კონი გუსტაფსონი იყო. კეპოუტიმ თავის პერსონაჟს სახელი უკვე ნაბეჭდ მანუსკრიპტზე გადაუსწორა.
5. დრაკულა დრაკულადან
ბრემ სტოკერის ჩანაწერების მიხედვით, მწერალი თავის სახელგანთქმულ პერსონაჟს მხოლოდ "გრაფით" მოიხსენიებდა, რომელსაც ტექსტში ცარიელი ადგილი, მოკლე ხაზი ან, უბრალოდ, "ვამპირი" მოჰყვებოდა ხოლმე. მოგვიანებით, როცა სტოკერმა სახელ "დრაკულას" მიაგნო, გაკრული ხელით მიაჯღაბნა ჩანაწერების ზედა კუთხეში და ხაზი გაუსვა. მკვლევრების თქმით, მწერალი თავისი ანტიგმირისთვის შერჩეული სახელის ჟღერადობას ცდიდა. ნავარაუდევია, რომ სტოკერმა "დრაკულა" პირველად საჯარო ბიბლიოთეკაში გაიგონა, როცა ცოლთან და შვილთან ერთად 1890 წელს უიტბის ესტუმრა.
6. შერლოკ ჰოლმსი ალისფერი კვალიდან
ართურ კონან დოილს თავისი ცნობილი პერსონაჟისთვის დასარქმევი სახელებით მთელი გვერდი ჰქონდა გავსებული: მისტერ შარპსი, მისტერ ფერეტსი, შერინგფორდ ჰოლმსი და სხვა. საბოლოოდ, იგი შერლოკ ჰოლმსზე შეჩერდა. კონან დოილი ამერიკელ იურისტს, ოლივერ უენდელ ჰოლმსს იცნობდა, სახელი შერლოკის ინსპირაცია კი, სავარაუდოდ, ან ინგლისელი სპორტსმენი, ფრენკ შეკლოკი იყო, ან მწერლის სკოლის პერიოდის მეგობარი, პატრიკ შერლოკი.
7. ექიმი უოტსონი შერლოკ ჰოლმსიდან
სხვათა შორის, სხვა სახელი მარტო ჰოლმსს კი არა, მის განუყრელ მეწყვილესაც ჰქონდა. ექიმ უოტსონს თავდაპირველად ორმონ სეკერი ერქვა, თუმცა, ავტორმა იფიქრა, რომ ამ პერსონაჟისთვის ნაკლებად უცნაური სახელი აჯობებდა — ამგვარად კი, სავარაუდოდ, თავისი მეზობლის, ექიმი ჯეიმს უოტსონის, გვარი მიიჩნია.
8-10. სამი პევენსი ნარნიის ქრონიკებიდან
ერთადერთი პევენსი, რომელსაც ნარნიის ქრონიკების მონახაზშიც ის სახელი ერქვა, რაც ახლა ჰქვია, პიტერია, თუმცა, მისი ასაკი და როლი ოჯახში წინათ განსხვავდებოდა. ლომი, კუდიანი და გარდერობის პირველ ვერსიაში პიტერი არა ყველაზე უფროსი, არამედ ყველაზე უმცროსი ძმა იყო ენის, მარტინისა და როუზისთვის.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები