გორბაჩოვი 9 აპრილის მიტინგის დარბევაზე პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს და ამბობს, რომ "სინდისი სუფთა აქვს"
საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის მტკიცებით, თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევის შესახებ არაფერი იცოდა და გადაწყვეტილება მის ზურგს უკან მიიღეს. მაშინდელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დარბევის წინააღმდეგი იყო და ამის თქმა "სუფთა სინდისით" შეუძლია. ამის შესახებ გორბაჩოვი თავის ვრცელ წერილში "პერესტროიკის გაგება, ახალი აზროვნების სადარაჯოზე" საუბრობს, რომელიც რუსულ ჟურნალში გამოქვეყნდა.
"ძალიან მალე ეროვნულ მოძრაობებში წინა პლანზე წამოვიდა სეპარატისტული ტენდენციები. რესპუბლიკებში პარტიულ ლიდერებს არ შეეძლოთ დემოკრატიის პირობებში მუშაობა. ისინი დაიბნენ. საქართველოში ეს 1989 წლის აპრილში გამოვლინდა, როდესაც ხალხი თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე გამოვიდა. საქართველოს კომპარტიის ცკ-ს წევრები ხალხთან უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მათ ბუნკერში ჯდომა ამჯობინეს და საქმე უბედურებამდე მივიდა — გამოყენებული იქნა ძალა მოედნის დემონსტრანტებისგან "გასაწმენდად", 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
ამის გახსენება მძიმეა, მაგრამ მე შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა — თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან იქნა მიღებული, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ და შემდეგაც მყარად ვიდექი ჩემს მრწამსზე — ყველაზე რთული პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე", — წერს ის.
ისტორიას ახსოვს მიტინგის დარბევიდან 3 დღის შემდეგ, 12 აპრილს გორბაჩოვის განცხადება. მაშინ მან აღნიშნა, რომ ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს რესპუბლიკის მშენებლობაში, მაგრამ "ყალბმა ორიენტირებმა თავგზა აუბნიეს ადამიანთა ერთ ნაწილს და დაიწყო უწესრიგობანი".
"რესპუბლიკის კომუნისტებს, თითეულ მცხოვრებს დღეს მოეთხოვებათ ერთგულება მოქალაქეობრივი მოვალეობისადმი, დიდი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისა და ისტორიის წინაშე. არ უნდა დავუშვათ, რომ ლახვარი ჩაეცეს ყოველი საბჭოთა რესპუბლიკის საარსებო ინტერესებს", — აცხადებდა ის.
1989 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოში სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ დაიწყეს შიმშილობა, მეორე დღეს მათი რაოდენობა უფრო გაიზარდა და ძალიან მალე პროტესტი დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა.
9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
გაიგეთ მეტი:
- 9 აპრილი: ტრაგედიის ქრონოლოგია
- რა ხდებოდა რუსთაველზე 9 აპრილის შემდეგ
- რა ხდებოდა სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ თბილისში - AP-ის ჟურნალისტის მოგონება
- ქვეყნის მცველები — ქალები 9 აპრილიდან
- რატომ არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი
- ანტისაზოგადოებრივი, მოხულიგნო ელემენტების შეკრება — როგორ "აშავებდა" საბჭოთა მედია აპრილის აქციებს
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები