მესი ბარსელონას ტოვებს
არგენტინელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას თავდამსხმელი, ლიონელ მესი კლუბს ტოვებს.
ბარსელონას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და მზად იყვნენ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, ფინანსური და სტრუქტურული ბარიერების გამო ეს არ მოხერხდება. ამის მიზეზად კლუბი ესპანური ლიგის რეგულაციებს ასახელებს.
შედეგად, კლუბის განცხადებით, მესი საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში აღარ დარჩება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ორივე მხარე წუხს, რომ მოთამაშისა და კლუბის სურვილი არ დაკმაყოფილდა.
"საფეხბურთო კლუბი ბარსელონა მთელი გულით გამოხატავს მადლიერებას კლუბის გაძლიერებაში მოთამაშის მიერ შეტანილი წვლილის გამო და მას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში საუკეთესოს უსურვებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდიანის ცნობით, გასულ თვეში მესი დათანხმდა ხუთ-წლიანი ხელშეკრულების დადებას შემცირებული ანაზღაურებით. ამით იმედი ჰქონდათ, რომ ხელშეკრულება კლუბ ბარსელონას ესპანური ლა ლიგის ფინანსურად სამართლიანი თამაშის რეგულაციების საზღვრებში მოაქცევდა, თუმცა ასე არ მოხდა.
კლუბი, რომლის ჯამური დავალიანება 1.173 მილიონი ევროა, ლიგის მიერ დაწესებული ხელფასის ზედა ზღვრითაა შეზღუდული. მესი დათანხმდა ანაზღაურების 50%-იან კლებას, რაც 45 მილიონი ევროდან, გადასახადების გათვალისწინებით, დაახლოებით 20 მილიონ ევრომდე შემცირებას გულისხმობს. კლუბს გარიგების დასასრულებლად ფინანსური რესტრუქტურიზაცია სჭირდებოდა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ სპორტსმენმა 2020 წლის აგვისტოში, კლუბის მაშინდელ პრეზიდენტთან, ხოსე მარია ბართომეოსთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, ბარსელონას დატოვება სცადა, თუმცა იძულებული გახდა, დარჩენილიყო. ახლა კი, როცა მხარეები მზად იყვნენ ხელშეკრულება გაეხანგრძლივებინათ, მას კლუბის დატოვება უწევს.
საინტერესოა, სად გააგრძელებს თამაშს მესი, რომელიც ბარსელონას ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მას 17 სეზონში 672 გოლი აქვს გატანილი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები