ინდონეზიის ჯარში ქალებს "ქალწულობის ტესტს" აღარ ჩაუტარებენ
ხანგრძლივი ტრადიციის შემდეგ, ინდონეზიის ჯარში ქალებისთვის "ქალწულობის", იგივე ე.წ. "ორი თითის ტესტის" ჩატარებას აკრძალავენ. ამის შესახებ ჯარის ხელმძღვანელმა, გენ ანდიკა პერკასამ კონფერენციის დროს სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს განუცხადა.
"ამიერიდან აღარ იქნება ისეთი [სამედიცინო] შემოწმება, რომელიც კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება. ზოგიერთი რაღაც [ჯარისთვის] რელევანტური არაა... და მსგავსი სახის ტესტს ვეღარ ჩავატარებთ. ქალებიც ისეთ შემოწმებას გაივლიან, როგორსაც კაცები გადიან", — ამბობს პერკასა.
აქამდე ინდონეზიის ჯარში გაწევრიანების მსურველ ქალებს "ქალწულობის ტესტი" უნდა გაევლოთ, რომლის ფარგლებში მედიკოსები ამოწმებდნენ, ხელუხლებელია თუ არა ქალის საქალწულე აპკი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ქალებს ჯარში მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.
ამიერიდან ჯარისათვის ქალებიც კაცების მსგავს შერჩევის პროცესს გაივლიან, სადაც გადამწყვეტი მათი უნარები და ცოდნა იქნება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ აკრძალვას საჰაერო და საზღვაო ძალებიც დაემორჩილებიან.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები ინდონეზიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიხედვით, ცვლილება იქნება აღსასრული "ძალადობრივი, არამეცნიერული და დისკრიმინაციული 'ქალწულობის ტესტისა', რომელსაც ინდონეზიის სამხედრო ძალების ყველა დანაყოფი ათწლეულობის განმავლობაში ახალწვეულ ქალებს უტარებდა".
ტესტის გაუქმებას მხარს უჭერენ ინდონეზიელი ქალებიც.
"ამ ტესტის გაუქმება დიდი გამარჯვება იქნება, თუნდაც მხოლოდ ჯარისთვის იმიტომ, რომ აღნიშნული პროცედურა ქალებისთვის დამამცირებელია", — ამბობს ქალი, რომელიც 23 წლის წინ სამხედრო ძალებში სწორედ აღნიშნული ტესტის პასუხის გამო არ მიიღეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და გაერთიანებულ ერებზე დაყრდნობით, "ქალწულობის ტესტი" ადამიანის უფლებების შემლახველია. WHO-ს განცხადებით, პროცედურა, რომელიც მინიმუმ 20 ქვეყანაში ტარდება, დისკრიმინაციულის გარდა, უსარგებლოცაა, რადგან აპკი შესაძლოა მრავალი მიზეზით გაიხეს, იქნება ეს ტამპონების გამოყენება თუ ვარჯიში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები