ბებიის სახლის დალაგებისას ამერიკელმა ოჯახმა $25 ათასს შემთხვევით ნაგავში გადაუძახა
ფულით, შესაძლოა, ბედნიერებას ვერ იყიდი, თუმცა, მისი დაკარგვის შემთხვევაში უბედურებას ნამდვილად იგემებ, განსაკუთრებით, თუკი მიზეზი შენი დაუდევრობაა. სწორედ ასე მოუვიდა ოჰაიოში მცხოვრებ ოჯახს, რომელმაც ბებიის სახლის დალაგებისას $25 ათასს, ნაღდი ფულის სახით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაგავში ჩაუძახა.
მათდა ბედად, დასუფთავების ადგილობრივმა სამსახურმა გადაყრილ "ნაგავს" მალევე მიაგნო.
"ბებიის სახლს ალაგებდნენ, როცა მაცივრის გამოსუფთავება გადაწყვიტეს, საყინულეში შენახული ყველაფერი გადმოაპირქვავეს და პარკში ჩაყარეს", — ამბობს სამსახურის თანამშრომელი, გერი კეპენი, — "მერე კი, ბებიამ უთხრა, მანდ კონვერტში მოთავსებული $25 ათასია და არ დაკარგოთო".
საგანგაშო ამბის შეტყობისთანავე ოჯახმა დასუფთავების სამსახურში დარეკა, კეპენი და მისი თანამშრომლები კი მაშინვე გამოეშურნენ, რათა ნარჩენების გადამტან მანქანას დასწეოდნენ. მათი თქმით, ფულის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, მანქანა რომ ნაგავსაყრელზე მისვლამდე არ გაეჩერებინათ, რადგან ნარჩენების ჩამოცლისთანავე ბულდოზერი მათ აბრტყელებს და ზემოდან მიწას აყრის.
თუმცა, ფულის პოვნას მაინც უამრავი ადამიანი დასჭირდა. ხუმრობა ხომ არ არის ნარჩენების 6-ტონიან გროვაში მომცრო პარკის პოვნა?!
"დაახლოებით, 10 წუთი დაგვჭირდა, მერე კი მე შეკვრა შევნიშნე და როცა გადმოვიღეთ, შიგ ფული აღმოჩნდა", — ამბობს კეპენი, — "ისე გაუხარდათ, ბედნიერებისგან ტიროდნენ".
მართალია, ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, თუმცა, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ასე არ მთავრდება ხოლმე.
იანვარში ბრიტანეთის მოქალაქემ მოხალისეებს $70 მილიონი შესთავაზა, რათა ნაგავსაყრელზე წასულიყვნენ და მყარი დისკი მოეძებნათ, რომელიც მან 2013 წელს გადააგდო. კაცის თქმით, დისკზე 7 500 ბიტკოინი იყო, ამ რაოდენობის კრიპტოვალუტის ღირებულება კი, დაახლოებით, $280 მილიონს უდრიდა.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები