Stranger Things-ის გულშემატკივრებისთვის ორი ამბავი გვაქვს: კარგი და ცუდი. კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი თიზერი უკვე აქაა! თიზერში პირველი სამი სეზონის სცენებთნ ერთად კადრებს მე-4 სეზონიდანაც იხილავთ.

ცუდი ამბავი კი ისაა, რომ თიზერის მიხედვით, მე-4 სეზონისთვის ლოდინი 2022 წლამდე მოგვიწევს.

უცნაური ამბების გმირები ბოლოს 2019, უფრო სწორად 1985 წელს ვიხილეთ და მესამე სეზონის დასასრულს აღმოვაჩინეთ, რომ ჰოპერი მოკვდა, ილევენმა სუპერძალები დაკარგა, ბაიერსების ოჯახი ჰოუკინსიდან გაემგზავრა, ხოლო რუსების დაწესებულება განადგურდა. მსგავსი დასასრულის შემდეგ ახალი სეზონის მოლოდინი კიდევ უფრო გაძლიერდა

აღსანიშნავია, რომ პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ 2020 წლის 14 თებერვალს გამოვიდა, რომელშიც გავიგეთ, რომ ჰოპერი ცოცხალია და რუსების ტყვეობაში იმყოფება. მაისში კი ახალი ტრეილერი გამოვიდა, სადაც უცნობებს ილევენი ჰყავთ დატყვევებული.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში ძველ გმირებთან ერთად ახალ პერსონაჟებსაც ვიხილავთ. მათ შორისაა ვიკი, რომლის როლსაც Anne With an E-ის ემიბეთ მაკნალტი შეასრულებს.

თუ როგორ განვითარდება ჩვენი საყვარელი გმირების თავგადასავალი, ამას მხოლოდ 2022 წელს გავიგებთ.

ამავე თემაზე: