2 000-ზე მეტი ინდოელი სტუდენტი ითხოვს, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ
2 000-ზე მეტი ინდოელი სტუდენტი, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, თუმცა ახლა სამშობლოში იმყოფებიან, ითხოვენ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ. მათ ინდოეთში წასვლა პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო მოუწიათ, ახლა ვერ ბრუნდებიან და ვერ ახერხებენ სწავლის ხარისხიანად გაგრძელებას.
"მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეუძლიათ.
ჩარტერული რეისები აპრილის შემდგომ არ დანიშნულა. გარდა ამისა, ჩვენ ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში ვიმყოფებით, ხოლო ინდოეთის ტერიტორიის სიდიდის და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გამომგზავრება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქალაქიდან, ძალიან რთულია [...]
მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში მიიღოთ გადაწყვეტილება და დაგვრთოთ ნება, საქართველოში გამოვემგზავროთ რეგულარული რეისებით, ნაცვლად ჩარტერული რეისებისა", — ვკითხულობთ ინდოელი სტუდენტების განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის ავრცელებს.
ინდოელი სტუდენტები აღნიშნავენ, პრობლემა არა მხოლოდ სწავლების პროცესში სრულფასოვან ჩართულობაშია, არამედ საფრთხე ექმნება მათ სტუდენტის სტატუსსაც.
"ზოგიერთი უნივერსიტეტი, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მაინც მოითხოვს ჩვენგან, რომ ფიზიკურად ვიმყოფებოდეთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ჩვენს სტუდენტის სტატუსს. რაც ყველაზე მთავარია, დისტანციურ რეჟიმში ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულფასოვნად ჩავერთოთ აკადემიურ პროცესში და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ, აისახება განათლების ხარისხზეც.
ჩვენ ვართ სრულად ვაქცინირებულნი და საქართველოში ჩამოსვლისას, მზად ვართ დავიცვათ დამატებითი უსაფრთხოების წესებიც", — აცხადებენ ინდოელი სტუდენტები.
მათი მიმართვის ადრესატები არიან პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, NCDC-ს დირექტორი, ამირან გამყრელიძე და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
ინდოელი სტუდენტების პრობლემაზე საუბრობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI). ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და უწყებათაშორის საბჭოს მოუწოდებს მოიხსნას ინდოელი სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული პირობა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვლის საშუალება.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები