აგვისტოს დღეების ყოველი წამი მახსოვს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი — სააკაშვილი
აგვისტოს ომიდან მე-13 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მაშინდელი პრეზიდენტი ამბობს, რომ აგვისტოს დღეების ყოველი წამი ახსოვს და შეიარაღებულმა ძალებმა შეუძლებელი შეძლეს.
"არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი. პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი, ვინც იმ დღეებში ასრულებდა თავის სახელმწიფო ფუნქციას და უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია ეკავა", — წერს ის.
სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი მძალვრი საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორიც მაშინ.
"მე მახსოვს თბილისში ჩამოსული პრაქტიკულად მთელი მსოფლიო, მე მახსოვს ჩემი ყოველდღიური საუბრები ამერიკის პრეზიდენტთან, მისი გამოსვლა მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, თეთრი სახლის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს დასახმარებლად და საქართველოში გამოგზავნილი მე-6 ფლოტი ისევე, როგორც შავ ზღვაზე გადმოსროლილი თვითმფრინავები", — წერს ის.
ექსპრეზიდენტის თქმთ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი —რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი.
"მანამ სანამ ჩვენ მოვიგეთ დრო და მსოფლიომ გამოიღვიძა და რუსეთმა ვერ განახორციელა მთელი თავისი სტრატეგიული გეგმა, ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი. ვერ დაამხო საქართველოს დემოკრატია და საქართველოს ხელისუფლება", — აცხადებს ის.
სააკაშვილი წერს ჰიბრიდულ ომზეც. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ შთააგონა ხალხს, რომ საქართველო გაიქცა, რაც სიმართლე არ არის.
"შემდეგ რუსებმა კარგად იმუშავეს გამწარებისგან, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი, მათ ჩააგონეს რომ საქართველო დამარცხდა, მათ ჩააგონეს რომ საქართველო გაიქცა.
თუმცა არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ფინეთი კამპანიის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ჯარი შეჭრილიყო რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ის არ დაეპყრო. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი დაპყრობა მაინც განხორციელდა ჰიბრიდულად, 2012 წელს და ამის შედეგებს ვიმკით დღეს. ამიტომ, ამოცანა მაშინაც და ამოცანა დღესაც რჩება, საქართველოს დაცვა და საქართველოს გათავისუფლება.
ამჯერად, უკვე სამუდამოდ გათავისუფლება ყველანაირი მტრული ძალისგან!" — წერს ის.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს და დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა.
ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. ომის შემდეგ რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული 2 რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები.
საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.
გარდა ამისა, რუსეთი დღემდე აწარმეობს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ — კიბერშეტევით, პროპაგანდითა და სხვა ხერხებით საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები