ქართული ფილმი ფიპრესის წლის საუკეთესო ფილმის ნომინანტად დასახელდა
ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის კინოსურათი რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ ფიპრესის 2021 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა.
კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად გასცემს გრანპრის და წლის საუკეთესო ფილმს ასახელებს. წლევანდელი ფინალისტები ასე გამოიყურება:
- ქლოა ჭაოს Nomadland (მომთაბარეთა მიწა);
- თომას ვინტერბერგის Another Round (კიდევ ერთი ჭიქა);
- იასმილა ჟბანიჩის Quo Vadis, Aida? (სად მიდიხარ, აიდა?);
- ალექსანდრე კობერიძის რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ;
- რადუ ჟუდეს Bad Luck Banging or Loony Porn (წარუმატებელი სექსი, ანუ გაგიჟებული პორნო)
დიახ, ქართველი რეჟისორის ნამუშევარი, ერთი მხრივ, ოსკარის ნომინანტებს შორის დასახელდა, რაც ნამდვილად მისალოცი და სასიხარულო ამბავია, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ალექსანდრე კობერიძეს კონკურენციას უწევს ქლოა ჭაო, რომელიც ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, მის ფილმს მომთაბარეთა მიწა კი ოსკარი გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს.
ამის გამო განსაკუთრებით საინტერესოა, ფიპრესის ჟიური რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის შესახებაც ცნობილი 17 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი: ამით ის თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული კინოსურათი გახდა, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა — მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი აღარ უჩვენებიათ
მართალია, ქართული ფილმი ბერლინალეს წლევანდელმა ჟიურიმ არ დააჯილდოვა, თუმცა სანაცვლოდ სწორედ ფიპრესიმ დაასახელა ის ფესტივალის საუკეთესო კინოსურათად.
ფიპრესი კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან პროფესიონალ კინოკრიტიკოსებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. ისინი ყოველწლიურად გრანპრის გადასცემენ ერთ საუკეთესო ფილმს, რომელსაც ხმის მიცემით ავლენენ. სხვადასხვა დროს ეს ჯილდო აღებული აქვს პედრო ალმოდოვარს, მიხაელ ჰანეკეს, პოლ თომას ანდერსონსა თუ ალფონსო კუარონს.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, წლევანდელი გამარჯვებული სან-სებასტიანის ფესტივალზე გამოვლინდება: შარშან სწორედ ამ ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა ასევე ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით დასაწყისი და იქნებ, წელსაც წარმატების მომტანი აღმოჩნდეს იქაურობა ქართული კინოსთვის.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები