თიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია
თიბისის ახალი ვერტიკალური ბარათები ფერადი დიზაინით, რომლის დიზაინის ავტორიც ერეკლე ინაშვილია, საერთაშორისო კონკურსის Red Dot Design Award გამარჯვებულია. მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ერეკლი ინაშვილს კატეგორიაში ბრენდისა და კომუნიკაციის დიზაინი 2021 თიბისის ბარათების შექმნისთვის გადაეცა.
Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საერთაშორისო დიზაინ კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Google, BMW, Mercedes, Adidas, Uber და სხვ. ჯილდო გაიცემა ორ კატეგორიაში - პროდუქტის დიზაინი და ბრენდის დიზაინი.
თიბისის ფერადი ბარათები არის პირველი ქართული კომპანიის პროექტი, რომელმაც ეს საერთაშორისო ჯილდო მიიღო. თიბისიმ ბარათების რედიზაინი, ახალი ვერტიკალური ფორმითა და სხვადასხვა ფერის თემატიკით მომხმარებელს 2020 შესთავაზა. რედიზაინთან ერთად, ბარათების გაყიდვის სრულიად ახალი, გამოწერის მოდელი დაინერგა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ერთიანად იღებს, როგორც ახალ ბარათებს, ასევე, ბანკის სხვადასხვა მისთვის საჭირო პროდუქტს. ფერადი ბარათების დიზაინისა და კონცეფციის ნახვა აქ შეგიძლიათ: www.behance.net/Erekle
"დიზაინისა და ბრენდინგის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის Red Dot Design Award ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო და მწვერვალია ამ სფეროში. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ ამ კონკურსში თავისი ნამუშევარი მოახვედროს. ჩვენ, თიბისისთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ბარათების რედიზაინი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი ბრენდისთვის ახალი მწვერვალებისკენ. შედეგად, გადავწყვიტეთ, ამ კონკურსზე შეგვეტანა ნამუშევარი. ნამუშევრის გაგზავნისას, ანოტაციაში ჩავწერეთ, რომ თიბისის ბარათები არ არის მხოლოდ ერთადერთი ატრიბუტი, რომლის რედიზაინიც მოხდა. არამედ, ეს სადა და ფერადი რედიზაინი გვაძლევს სულ სხვა რეალობას – ბრენდი მომხმარებელთან კომუნიკაციას ამყარებს უფრო მარტივად, პირდაპირ, ფერადად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბრენდის პლატფორმისთვის არის ძალიან დიდი ბიძგი და საკომუნიკაციო მესიჯი", — ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი.
2021 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დიზაინერებმა, სააგენტოებმა და კომპანიებმა მთელი მსოფლიოდან, მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც დიდი მოთამაშეები, ასევე ახალი პროექტები მთელი ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. დიზაინერებისთვის ეს კონკურსი არის შესანიშნავი პლატფორმა ნამუშევრების შესაფასებლად და აღიარების მოსაპოვებლად.
კონკურსის ჟიურიმ, რომელიც 24 ადამიანისგან შედგება, ინდივიდუალურად შეაფასა წარდგენილი ნამუშევრები და ბრენდები, რომლებსაც ეს პროექტები წარმოადგენდნენ. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრეატიულ იდეას, ფორმას და წარდგენის კომუნიკაციას.
"ჟიური სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა Red Dot Award - ზე წარდგენილი პროექტების ხარისხით. ის ფაქტი, რომ თქვენ მოახერხეთ ასეთი ძლიერი კონკურენტების ფონზე შთაბეჭდილების მოხდენა ექსპერტებზე, ნათლად ადასტურებს, რომ თქვენი დიზაინი გამორჩეულია. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ Red Dot - ის ჯილდო "ბრენდის და კომუნიკაციის დიზაინის" კატეგორიაში გადაეცა ისეთ პროექტებს, რომლებიც ეხმიანება მსოფლიოში დღეს მიმდინარე გამოწვევებს. დიზაინის გამორჩეული ხარისხის წყალობით, თქვენი პროექტი შესაძლებელს ხდის შეცვალოს დამოკიდებულება და აიძულოს ხალხი სხვანაირად იფიქროს. ძლიერი ბრენდი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ელემენტი მომხმარებლის ლოიალობის შესაქმნელად. როგორც Red Dot Design Award - ის ლაურეატმა თქვენ დაამტკიცეთ ეს და შექმენით თანმიმდევრული, მაგრამ თანამედროვე ბრენდის იმიჯი, რომელიც ავთენტურ ღირებულებებს ატარებს," - განაცხადა Red Dot Award-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პიტერ ზეკმა.
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინ კონკურსის ისტორია 1955 წლიდან იწყება, რიდესაც ჟიური პირველად შეიკრიბა, რათა შეეფასებინა ეპოქის საუკეთესო დიზაინები. დღემდე კონკურსი 20 ათასამდე წარდგენილ ნამუშევარს ითვლის.
1990 წელს კონკურსის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა პიტერ ზეკმა შექმნა კონსურსის სახელწოდება და ბრენდი. მას შემდეგ Red Dot (წითელი წერტილი) გამორჩეული დიზაინის სამარკო ნიშანია, რომელი საერთაშორისოდ არის აღიარებული. კონკურსის გამარჯვებულები წარმოდგენილი არიან ყოველწლიურ წიგნში, მუზეუმებში და ასევე Red Dot Award -ის ვებგვერდზე www.red-dot.org.
Red Dot Design Award - ის წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალი 12 ნოემბერს ბერლინში გაიმართება, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობას დაასახელებენ.
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
კომენტარები