ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის გარშემო "ახალი ფანჩატური შეიკრიბოს" და ასე დაიწყოს ოპოზიციის ნაწილმა წინასაარჩევნო მუშაობა. ვოლსკი ამბობს, რომ ამის მცდელობები გამოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობის გარშემო კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობებიც არის და რეალურად ამის ნიშნებიც გამოჩნდა, რომ ახალი ფანჩატური შეიკრიბოს და აქედან გამომდინარე დაიწყოს წინასაარჩევნო მუშაობა", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო წარმმართველი ძალა ოპოზიციაში და გარკვეული სუბიექტები ისევ შეეცდებიან მასთან დაახლოებით არჩევნებში გამარჯვების შანსების გაზრდას.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მას შემდეგაც, ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთთან კონსულტაციებისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდა. მმართველ პარტიაში ამას "შალვას [ნათელაშვილი] ფანჩატურში" შეკრებებად მოიხსენიებდნენ.