ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე, თუ რა არის ის ცუდი სცენარი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, რისთვისაც უნდა მოემზადოს სამინისტრო და საზოგადოება, ამბობს, რომ დღესდღეობით გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა.

"ჩვენ ეს მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა. მე ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია", — ამბობს ტიკარაძე.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5697 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.