აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდში ხშირად ბანაობა ყველას სულაც არ უყვარს
მსოფლიო ვარსკვლავები ხშირად ახერხებენ ჩვენს გაოცებას: ხანდახან თავიანთი ნიჭით, ზოგჯერ ღვთაებრივი მომხიბვლელობით და ხანაც — უცნაური გადაწყვეტილებებით.
იფიქრებდით ოდესმე, რომ საყოველთაოდ ცნობილი სახეები შეიძლება ბანაობას ეჭვის თვალით უყურებდნენ?
თუ არა, მაშინ მოემზადეთ, ჰოლივუდი ისევ შეძლებს თქვენს გაკვირვებას!
ვარსკვლავური წყვილი — ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი — ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას ჰიგიენის ისეთ ჩვევებს შეეხო, როგორიც ბანაობაა. მილა კუნისმა თქვა: "ისე გავიზარდე, ბავშვობაში ცხელი წყალი არ მქონია და ამიტომ ხშირად ვერ ვბანაობდი".
შემდეგ მან შვილებთან დაკავშირებული გამოცდილებაც გაგვიზიარა:
"როცა ბავშვები მეყოლა, არც მათ ვბანდი ყოველდღე. მე არასდროს ვყოფილვარ ის მშობელი, რომელიც ახალშობილს ყოველდღე აბანავებს".
ეს დამოკიდებულება გაიზიარა მისმა ქმარმაც, ეშტონ კაჩერმა:
"როცა დაინახავ, რომ გაჭუჭყიანდნენ [ბავშვები], მაშინ აბანავე. ისე რა მნიშვნელობა აქვს".
მოგვიანებით ანალოგიურ გამოცდილება გაგვიზიარა კიდევ ერთმა ცნობილმა წყვილმა, კრისტენ ბელმა და დექს შეპარდმა.
"მე ყოველთვის უსიამოვნო სუნს ველოდები ხოლმე. როგორც კი რამე არასასიამოვნოს იყნოსავ, ორგანიზმი განიშნებს, რომ გასუფთავება გჭირდება. ესაა გაფრთხილება. ასე რომ, ვიზიარებ იმას, რასაც [კუნისი და კაჩერი] აკეთებენ. დასაბანად სუნს ველოდები ხოლმე", — განაცხადა კრისტენ ბელმა.
ამ ერთგვარ წამოწყებაში ჩაერთო ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლიც და ბანაობასთან დაკავშირებული თავისი რუტინის შესახებ ილაპარაკა:
"სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ბანაობა ხანდახან არც ისეთი აუცილებელია. მე მჯერა ელვის კოსტელოს სიტყვების, რომ კარგი ქცევები და პირში ცუდი სუნი კარგს არაფერს მოგიტანს. ამიტომ, კბილებს ვიხეხავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბანაობის გარეშე ჩვენს კანს უფრო გავუფრთხილდებით და ასევე, ჩვენ ბუნებრივად ვისუფთავებთ ჩვენივე თავებს".
ჰოოო...
თუმცა რომ არ იფიქროთ, ჰოლივუდში ყველა ვარსკვლავს ხელი აუღია ტანის დაბანაზეაო, რამდენიმე "განსხვავებული პოზიციაც" გავრცელდა.
მაგალითად, ჯეისონ მომოამ განაცხადა:
"დამერწმუნეთ, მე ნამდვილად ვბანაობ. მე ხომ აქვამენი ვარ, სულ წყალში ვარ, არ იდარდოთ ამაზე".
ბანაობასთან დაკავშირებულ განხილვებს შეუერთდა დუეინ ჯონსონიც და ფანის კითხვას, ისიც ერთ-ერთი "სუნიანი" ვარსკვლავი ხომ არ იყო, შემდეგნაირად უპასუხა:
"არა, მე ძალიან განვსხვავდები იმ ვარსკვლავებისგან, რომლებსაც ბანაობა არ უყვართ.
(ცივ) შხაპს ვიღებ გაღვიძების შემდეგ დღის დასაწყებად.
(თბილ) შხაპს ვიღებ ვარჯიშის შემდეგ, სანამ მუშაობას შევუდგები.
(ცხელ) შხაპს ვიღებ სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას.
სახეს, ტანს ვისუფთავებ და თან (არასწორად) ვმღერი ბანაობისას".
ასეთი ვარსკვლავურად მრავალფეროვანი სუფთა და ჭუჭყიანი ისტორიების შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ, ზემოთ ჩამოთვლილი გამოცდილებებიდან რომელს გაიზიარებთ უფრო მეტად.
მაგრამ, ალბათ, თუ ბანაობა ერთხელ მაინც დაგეზარებათ, შეგიძლიათ თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი ამბობენ უარს ამაზე.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
კომენტარები