ნოვა — საერთაშორისო ხარისხის წარმოება საქართველოში
მზარდი მოთხოვნისა და დეველოპერული სფეროს განვითარების პარალელურად, სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დარგია. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის მწარმოებლებსა თუ მიმწოდებლებს პრინციპულად სხვა სტანდარტებზე გადასვლა და უახლესი ტენდენციების მიყოლა ესაჭიროებათ.
ამ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ზუსტად 10 წლის წინ ნოვას სამშენებლო მიმართულებით ახალი წარმოების ხაზები შექმნა და საკუთარი წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და მოიცავს: პოლიეთილენის ავზებს, სახურავის მასალებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებს, წლის ბარიერებსა და სხვადასხვა აქსესუარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურ წარმომადგენლობას, ნოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO და BIEN.
ქართული პროდუქტის წარმოების გამოწვევებზე, სირთულეებსა და სიახლეებზე ალექსანდრე მეხრიშვილი - ნოვას ლოგისტიკისა და წარმოების დირექტორი საუბრობს.
რას ნიშნავს წარმოების ხაზი კომპანია ნოვასთვის და რა გამოწვევებთან გამკლავება მოგიწიათ?
მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, წარმოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და ამ მიმართულებით, კომპანია ნოვაც საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. თუკი უწინ, წარწერა - „დამზადებულია საქართველოში“ მომხმარებლის კეთილგანწყობას ვერ იმსახურებდა და ხშირად უნდობლობითაც სარგებლობდა, დღეს ეს ტენდენცია პოზიტიური დინამიკით ვითარდება. ადამიანებს საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც იგი მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის მატარებელია, გამორჩეულად იზიდავთ.
რა თქმა უნდა, რთული იყო არაფრისგან წარმოების სტანდარტის შექმნა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი ბაზარზე უალტერნატივოა და ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნოვას ნიშანი უკვე ხარისხის გარანტიაა და გვყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებისგანაც მხოლოდ საუკეთესო ნედლეულს ვიღებთ.
რამდენი დასახელების და კონკრეტულად რა ტიპის პროდუქტს აწარმოებთ?
დღეს ნოვას საწარმოებში მზადდება 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი რამდენიმე მიმართულებით, ესენია: პოლიეთილენის ნაწარმი, სახურავი და გარე ფასადი, თითოეული მიმართულება იხვეწება, იზრდება ასორტიმენტი, ვითარდება და ერგება მომხმარებლების სურვილებსა თუ მოთხოვნებს.
რა სიახლეებია კომპანიაში წარმოების მიმართულებით?
ჩვენ დავამატეთ ახალი პროდუქცია თითქმის ყველა მიმართულებით. თუ აქამდე პოლიეთილენის ხაზში ძირითადად მსგავსი დანიშნულების ავზებს ვამზადებდით, დღეს მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნაგავშემკრები კონტეინერები, საკომუნიკაციო ჭები და სეპტიკური მიწის ავზები.
რაც შეეხება სახურავებს, ნოვაში შეიქმნა სრულიად ახალი სახურავი - მოდერნი, მეტალოკრამიტი ორმაგი ჩამკეტით.
სახურავების ხაზში მოდერნთან ერთად დავამატეთ ნოვა კლასიკის ოთხი, საკმაოდ დახვეწილი ფორმა: სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებური. მსგავსი ტიპის გადახურვები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად გვხვდება, თუმცა ევროპაში მსგავსი ექსტერიერი საკმაოდ პოპულარულია.
კიდევ ერთი აქტიური მიმართულება ნოვაში წარმოების კუთხით გარე ფასადებია. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ღობეების არჩევანი, ქართველ მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე, ყველაზე პოპულარული ექსტერიერის ატრიბუტის - „საიდინგის“ ფასადი შეიძინოს. საიდინგები ინოვაციაა საქართველოში, თუ იშვიათ გამონაკლისებსა და კერძო შეკვეთებს არ განვიხილავთ.
როგორია ნოვას ხედვა და სამომავლო გეგმები?
იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემია საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მთელი ბიზნესსექტორისთვის, ჩვენმა კომპანიამ მოახერხა, რომ გაეზარდა პროდუქტების არჩევანი და რაოდენობა. ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა და დაგვეხვეწა ყველა წარმოების ხაზი, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო უამრავი პროდუქტი, რომელსაც ქართული ბაზარი არ სთავაზობს.
საბოლოო ჯამში, კომპანიის მიზანი უცვლელია გააერთიანოს ყველაფერი ერთი სახურავის ქვეშ.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები