მაესტროდან გათავისუფლებული ისაკაძე და მისი გუნდი ტელეკომპანია პირველის ეთერში
ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის გუნდი, რომელსაც 2016 წლის მაისის ბოლომდე გიორგი ისაკაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური თემატიკის გადაცემებს ტელეკომპანია მაესტროსთვის ამზადებდა, დღეიდან ტელეკომპანია პირველისთვის იმუშავებს.
აღნიშნული გუნდი ტელეკომპანია პირველისთვის ორ გადაცემას - "საქმიან დილასა" და "ბიზნესკონტრაქტს" მოამზადებს. ტელეკომპანია პირველზე ისინი 4 საეთერო საათს დაიკავებენ. "საქმიანი დილა" დილის 9:00-დან 11:30 საათამდე გაგრძელდება, "ბიზნესკონტრაქტი" კი დღეში ორჯერ, 15:00 და 18:30 საათზე გავა. "ბიზნესკონტრაქტი" მაესტროს ეთერში "ბიზნესკონტაქტის" სახელით გადიოდა.
ახალი ეთერის დაწყება მაყურებელს გიორგი ისაკაძემ ამცნო: "ჩვენ დავბრუნდით იმისთვის, რომ საქმიანი დილა გისურვოთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ვაგრძელებ საქმიან დილას და მას ყოველ პარასკევ დილით შემოვუერთდები".
საქმიანი დილის წამყვანები უცვლელი შემადგენლობით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
გიორგი ისაკაძე და ამ გადაცემებზე მომუშავე 30-ზე მეტი თანამშრომელი მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა 2 ივნისს გაათავისუფლა. თავდაპირველად მან სამსახურიდან გიორგი ისაკაძე დაითხოვა, შემდეგ კი ის თანამშრომლები, რომლებიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მაესტროს საკითხზე მომზადებულ გადაცემაში მონაწილეობდნენ, საბოლოოდ კი, არხიდან მთელი გუნდი გაუშვეს, რაც ნაყეურმა საზოგადოებას ამ განცხადებით ამცნო: "ვინაიდან მაესტროს ღია ეთერით გაკეთდა განცხადება, სადაც გადაცემების წამყვანებმა მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიმართეს მაესტროს დირექციას ულტიმატუმით, სადაც ისინი მოითხოვდნენ ყოფილი თანამშრომლის გიორგი ისაკაძის სამსახურში აღდგენას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდნენ უფლებას მთელი გუნდით ტელევიზიის დატოვებისას; ასევე ვინაიდან გაკეთდა სტუდია მაესტროს დირექტორის განცხადება სადაც ის უარით პასუხობს გიორგი ისაკაძის შეთავაზებას და ვინაიდან ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ამ გუნდის წევრების პოზიცია სტუდია მაესტროსთან შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ ვბრძანებ: საქმის ვითარების სრულ გარკვევამდე დროებით შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 2 ივნისიდან თანამშრომლებს".
მაესტროდან 30-ზე მეტი თანამშრომლის მოულოდნელად გაშვებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
- მაესტროს ყოფილი თანამშრომლები არხის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ
- TI: მაესტრო გათავისუფლებული ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას უგულებელყოფს
- ქარტია შემაშფოთებლად მიიჩნევს ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის დახურვას
- ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის 32 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა
- ბიზნესკონტაქტი: მაესტრომ რ2-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო 4 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუჩერა
- რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე შპს სტუდია მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა
- მაესტროს წამყვანი გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები