დამარცვლე ფიქრები — გონებრივი სავარჯიშო მათთვის, ვისაც ტვინის გამორთვა და ჩაძინება უჭირს
თუკი ჩაძინების პრობლემა ხშირად გაწუხებთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ლოგინში ამაოდ ბორგვის მანკიერი წრე — როცა ვცდილობთ, დავიძინოთ, ვერ ვიძინებთ, ვისტრესებით და შემდეგ კიდევ უფრო გვიჭირს ჩათვლემა. რაც მეტად ვცდილობთ, ძილს მივცეთ თავი, მით უფრო რთული ხდება ეს ყველაფერი. შედეგად, გამოუძინებელი და მუდმივად დაღლილი ვართ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის.
ჩაძინების გასამარტივებლად მედიტაციიდან ცხვრების დათვლამდე ალბათ ყველაფერი სცადეთ. თუმცა, შფოთვით ან მეტისმეტი ფიქრით გამოწვეული ინსომნია უფრო კომპლექსური პრობლემაა და მის გადასაჭრელად ხშირად პროფესიონალის დახმარებაა საჭირო. უძილობა დღესდღეობით კიდევ ერთი პანდემიაა — ოთხიდან ერთ ადამიანს ტვინის გათიშვა და მოსვენება ყოველთვის უჭირს.
კოგნიტური მეცნიერების კანადელი მკვლევრის, ლუკ ბოდუანის თქმით, არსებობს გონებრივი სავარჯიშო, რომელიც ადამიანებს ჩაძინებაში ეხმარება. სავარჯიშოს არსი ბავშვების ჩაძინების პროცესის მიბაძვაა, ეს კი ტვინის ათასი სისულელით გამოჭედვით ხდება. თუკი გონება ვერ "ითიშება", დიდი შანსია, რომ გაცნობიერებულ წუხილსა და შფოთვას დაიწყებს. ამიტომ, მიზანი, სწორედაც რომ ტვინის გამორთვაა.
- მოემზადეთ ძილისთვის და დაწექით.
- დაიწყეთ ფიქრი შემთხვევით შერჩეულ, ემოციურად ნეიტრალურ სიტყვაზე, რომელიც მინიმუმ ხუთი ასოსგან შედგება. მაგალითად, "საწოლი", "სკამი", "გარდერობი" ან, თუნდაც, "შტეფსელი".
- გონებაში დაიწყეთ დამარცვლა და თითოეულ ასოზე მისით დაწყებული იმდენი სიტყვა მოიფიქრეთ, რამდენიც შეგიძლიათ. მაგალითად, თუკი "საწოლის" დამარცვლას გადაწყვეტთ, "ს"-ზე იფიქრეთ: საჭმელი, სუნი, სანთებელა...
- შემდეგ გადადით მომდევნო ასოზე და ასე განაგრძეთ. თითოეულ ასოზე სცადეთ მაქსიმალური რაოდენობის სიტყვის მოფიქრება, ხოლო როცა მიხვდებით, რომ დამარცხდით, შემდეგზე გადადით.
ბოდუანის თქმით, სანამ ამას გაიაზრებთ, უკვე ჩვილივით ჩაგეძინებათ. სავარჯიშოს მიზანია, თქვენი გონება, რომელსაც გათიშვა უჭირს, მიმართოს ემოციურად ნეიტრალური ცნებებისადმი. პროცესი კი, თავისთავად, დამღლელიცაა და ტვინს მოსვენებისკენ უბიძგებს.
სავარჯიშოს პრინციპში უკეთ გასარკვევად და მზა შემთხვევითი სიტყვების მოსაძებნად ბოდუანმა აპლიკაციაც შექმნა.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად სავარჯიშოები არ კმარა. ინსომნიის გამომწვევი შფოთვა ხშირად უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ რუტინას, მათ შორის, ქცევით დამოკიდებულებებს.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები