ღარიბაშვილი ვაქცინაციის დაწყებას და ლარის კურსის დასტაბილურებას საკუთარ მიღწევად აცხადებს
პრემიერმინისტრი, ირკალი ღარიბაშვილი ქვეყანაში ვაქცინაციას საკუთარ დამსახურებად აცხადებს მაშინ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან მუდმივად კეთდებოდა და კეთდება განცხადებები იმაზე, რომ ვაქცინების შემოტანისთვის ზრუნვა ერთ-ერთმა პირველებმა ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ. ამის შესახებ მან წალკაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა.
ღარიბაშვილს გიორგი გახარია პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა მისი პრემიერობის დროზე ისაუბრა და გააკრიტიკა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ლარის კურსი იყო მაღალი, ეკონომიკა ჩაკეტილი და შეზღუდვებით საზოგადოებაში იყო პესიმიზმი. მისი თქმით, ამას "ხელოვნური საბოტაჟი" ემატებოდა, მისი მოსვლიდან რამდენიმე თვეში კი ყველაფრის გამოსწორება ისე მოხერხდა, რომ "ეკონომიკური ზრდის ტემპით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა გავხდით". ვაქცინაციის დაწყებაზე კი ამბობს, რომ შემოტანა პირადი ნაცნობობით მოახერხა მაშინ, როცა მის პრემიერობამდე მეილებზე პასუხს ელოდებოდნენ.
"5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3.5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული ყველაფერი, გვქონდა ჩვენ კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი, ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში.
დღეს რა ვითარება გვაქვს? — ლარი არის სტაბილური. მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ჩვენ ე.ი. ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. 45%-იანი ზრდა გვქონდა აპრილში, მაისში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში, ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია 2006 წლის შემდეგ", — აცხადებს ღარიბაშვილი.
საქართველოში ვაქცინაცია მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და 11 აგვისტოს მონაცემებით, თითქმის 5 თვეში აცრილია 688 940 ადამიანი, საიდანაც სრულად აცრილი 200 000 ათასზე ცოტა მეტია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები