კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს. სამინისტროს ცნობით, კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.
მათვე თქმით, მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.
პირველი ეტაპის თანახმად, კონკურსის გამოცხადებიდან ორ თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
- რეჟისორის ხედვა;
- პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულოა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფილმის საწარმოო ასპექტებზე და არა — დაფინანსების მოპოვების გზებზე. კერძოდ, პროდიუსერის ხედვა დეტალურად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია პროდიუსერს მოცემული მასშტაბის ისტორიული ფილმის გადაღება საქართველოში. ასევე, პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გაქირავებისა და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა.
მეორე ეტაპი მოიცავს არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა, კულტურის სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.
შერჩეულ პროექტს ან პროექტებს 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით დააფინანსებენ და კომპანიას მიეცემა დრო 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რათა წარმოადგინოს:
- დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;
- ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.
მოცემული ეტაპის ბოლოს, კომისია გამოავლენს საბოლოოდ გამარჯვებულს და გადასცემს მის ვინაობას კულტურის სამინისტროს. სამინისტრო გამარჯვებულს დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნას, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა 7 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. სცენარის პირველადი ვერსიის შესაქმნელად ჯგუფს მიეცემა ორი თვე.
მესამე ეტაპზე სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია სცენარს განიხილავს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის მიეცემა ერთთვიანი ვადა. მოცემული სამუშაო 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით დაფინანსდება.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.
რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.
ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები