5 გავრცელებული ფობია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს აწუხებს
ფობია საგნის, ადგილის, სიტუაციის, შეგრძნებისა თუ ცხოველის გაზვიადებული, პანიკური შიშია, რომელიც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება და შეიძლება იმდენად მძიმე ფორმით გამოვლინდეს, რომ ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში ხელი შეგვიშალოს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფობია არ აქვს, თუმცა ზოგი შიში იმდენად ირაციონალურია, რომ ყოველდღიურ სიტუაციებზე გავლენა ფაქტობრივად არ აქვს, გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რაც აშინებს.
ისეთი ფობიები კი, როგორიც სიმაღლის, დახურული და ღია სივრცეების, ცხოველების და სხვა შიშებია ბევრ ადამიანს ყოველდღიურად აწუხებს და მშვიდ ცხოვრებაში ხელს უშლის. უნდა გახსოვდეთ, რომ დიაგნოზის დასმა და ფობიის მართვა სპეციალისტის საქმეა. ამ სტატიაში გაიგებთ, რომელია 5 ყველაზე გავრცელებული ფობია, რომელიც ადამიანთა უმეტესობას აქვს.
1. არაქნოფობია — ობობების შიში
არაქნოფობია ერთგვარი სპექტრია, რომელიც უსიამოვნო, შემაწუხებელი შეგრძნებიდან პანიკურ შიშამდე ვრცელდება, რაც ცხოვრების ხარისხზეც კი შეიძლება აისახოს. ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ობობის დანახვაზე აქვს შიში, სხვებს ობობის ქსელიც კი დისკომფორტს ანიჭებს, ზოგსაც ობობაზე ფიქრისასაც კი შეიძლება საფრთხის შეგრძნება დაეუფლოს. ეს შიში შეიძლება ტრავმული გამოცდილების შედეგად განვითარდეს ან შფოთვითი აშლილობის და პანიკური შეტევის თანმდევი იყოს. ობობების შიში ძირითადად 10 წლამდე ასაკში ვითარდება და ისეთი სიმპტომებით შეიძლება გამოიხატოს, როგორიც:
- თავბრუსხვევა;
- შებერილობა;
- გულისრევის შეგრძნება;
- ოფლიანობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- გულისცემის აჩქარება;
- და ტირილია.
არაქნოფობიის დაძლევის ერთ-ერთი გზა შეიძლება ობობების პოზიტიურ ან ნეიტრალურ კონტექსტში წარმოდგენა იყოს, როგორიც ადამიანი-ობობა ან სხვა ფილმებია, თუმცა ძნელად მართვადი შიშის კონტროლი სპეციალისტების დახმარებითაა შესაძლებელი.
2. ოპიდიოფობია — გველების შიში
გველების მცირედი შიში, მათ გარემოცვაში ყოფნის დისკომფორტი ადამიანთა ნახევარს მაინც აქვს, მაგრამ ფობია მხოლოდ 2-3%-ს. თუ გველების შიში იმდენად გამძაფრებულია, რომ ერიდებით ყველა ადგილს, სადაც პოტენციურად გველი იქნება ან მათი წარმოდგენაც კი შფოთვას გიმძაფრებთ და ეს შეგრძნებები ცხოვრების ხარისხზე ხანგრძლივად მოქმედებს, თქვენ, შესაძლოა, ფობია გაქვთ. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ტრავმული გამოცდილება; ფობიის მქონე ადამიანთა გარემოში აღზრდა ან ბავშვობისას მოსმენილი რეგულარული შეგონება, რომ გველებს უნდა უფრთხილდეთ. აღნიშნული ფობია არაქნოფობიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. თუ თვლით, რომ გველების ფობია გაწუხებთ, სჯობს სპეციალისტს მიმართოთ.
3. აკროფობია — სიმაღლის შიში
სიმაღლის მძაფრი შიში, იგივე აკროფობია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა, რომელიც ადამიანთა ნაწილისთვის ყოველდღიური დაბრკოლებაა. შემაღლებული ადგილიდან სივრცის დაკვირვებისას დისკომფორტი ბუნებრივია, თუმცა, როცა ფობიაზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, ხიდის გადაკვეთა თუ უბრალოდ ფოტოზე ასახული შემაღლებული ადგილიც კი შფოთვას გვგვრიდეს. მისი გამომწვევი მიზეზი ისეთი ტრავმული გამოცდილება შეიძლება გახდეს, როგორიც:
- სიმაღლიდან ვარდნა;
- სხვისი ვარდნის დანახვა;
- ან შემაღლებულ ადგილზე ყოფნისას განცდილი უსიამოვნო გამოცდილებაა.
თუ თვლით, რომ სიმაღლის შიში თქვენი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს და მას დაბრკოლებად მიიჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელთან ერთადაც შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავთ.
4. აგორაფობია
აგორაფობია შფოთვითი აშლილობის ფორმაა, რომელიც ადამიანებს ისეთი სიტუაციებს შიშს უქმნის, რომლებიც უხერხულობას, პანიკის შეგრძნებას, შიშს და უიმედობას განაცდევინებს. მსგავს სიტუაციებს ალბათ ყველა ვერიდებით, თუმცა ამგვარი გამოცდილებების პანიკური შიში, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანს ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში ხელი ეშლება, აგორაფობიის ნიშანია. შეიძლება ადამიანმა გარეთ გასვლაზეც კი უარი თქვას, რადგან გამოუვალი მდგომარეობის შიში აქვს. ფობიის სიმპტომები პანიკური შეტევის ნიშნებს ჰგავს და აჩქარებული გულისცემით, მკერდის არეში ტკივილით, სმენის და ვიზუალური აღქმის ფრაგმენტაციითაც კი ხასიათდება. თუ აგორაფობიის ნიშნები აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
5. კინოფობია — ძაღლების შიში
ძაღლების ირაციონალური, პანიკური შიში, თუნდაც გამოსახულების დანახვისას განცდილი შფოთვის შეგრძნება კინოფობიად კლასიფიცირდება და მას ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორიც სხვა ცხოველების შიშს. გამომწვევი მიზეზებია:
- ისეთი ტრავმული გამოცდილება, როგორიც თავდასხმაა;
- სხვა ადამიანზე თავდასხმის დანახვა;
- ხშირად, თუ გარემოცვაში ვინმეს კინოფობია აქვს, შესაძლოა თქვენც განგივითარდეთ;
- კიდევ ერთი მიზეზი ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილების არქონაა;
- ან სხვა ნერვული აშლილობების თანმდევი მოვლენა.
კინოფობიის დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დასვას, რის შემდეგაც გადაჭრის გზების ძიება იწყება. ყველაზე ხშირად ნაცადი მეთოდი ძაღლებთან ეტაპობრივ შეჩვევას გულისხმობს, რაშიც მათზე გადაცემების ყურება, შორიდან დაკვირვება და მათ გარემოცვაში მცირე დროის გატარება მოიაზრება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები