ენმ: ვაპირებთ ადამიანის უფლებებზე მორგებული რეფორმების გატარებას
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღეს საარჩევნო გეგმა წარმოადგინა, რომლის მთავარი მესიჯებია: ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება, პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი მექანიზმების შექმნა.
სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა:
ენმ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ 2017 წლიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენებას რიგ დანაშაულზე შეზღუდავს, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულზეც:
"უნდა გადაიხედოს არაძალადობრივი და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულები და მოხდეს სასჯელის ლიბერალიზაცია, საბოლოო დეკრიმინალიზაციის პერსპექტივით. არ განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა მსუბუქ ნარკოტიკის მოხმარებაზე".
პოლიციის რეფორმა:
ენმ აპირებს ფინანსური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას. გარდა ამისა, პარტია ამბობს, რომ უკანონო ფარული მიყურადებების და პირად ცხოვრებაში ჩარევის გამორიცხვის მიზნით, 2017 წლის იანვრამდე სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელი და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკური სამსახურის შექმნას.
პროკურატურის რეფორმა:
პროკურატურა იქნება მხოლოდ გამოძიებაზე ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი. გაიზრდება მისი ანგარიშვალდებულება მას შემდეგ, რაც ამოქმედდება მთავარი პროკურორის შერჩევის ახალი, გამჭვირვალე წესი:
"შეიქმნება პროკურატურისგან დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. აგრეთვე განსაზღვრული ტიპის დანაშაულებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ".
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა:
ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოიწვევენ კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელ მოსამართლეებს, რომლებსაც დანიშნავენ გარკვეული ვადით და ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ მათ ადგილობრივი მოსამართლეებით:
"ნაფიც მსაჯულთა სისტემა სისხლის სამართლის ყველა საქმეზე ამოქმედდება, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 1 წლით ან მეტი ვადით. ასევე განხილულია სამოქალაქო დავების განხილვის ვადების შემცირება, მოსამართლეებისთვის დადგენილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება".
ენმ-ს თქმით, გარდა ამისა, მოწმეები მხოლოდ მოსამართლეების თანდასწრებით დაიკითხებიან.
თავისუფლების აღკვეთა და შეზღუდვა:
ადამიანის უფლებების დასაცავად შეიქმნება დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთშორისო ორგანიზაციები მონაწილეობით.
სასჯელაღსრულებისა და დროებითი იზოლატორის დაწესებულებაში დამონტაჟებულ კამერებზე წვდომა ექნება სახალხო დამცველსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია.
გაიზრდება პატიმრის უფლებები. პარლამენტის დეპუტატს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციის დაცვით შესაძლებლობა ექნება დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი დაკავების იზოლატორში.
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
კომენტარები