თბილსერვისის თანამშრომლის თქმით, ხელმძღვანელებმა კალაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, დირექტორი უარყოფს
თბილსერვისის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ გაჩუმებისა და კალაძეზე საჯარო ბოდიშის მოხდის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. მიქაუტაძე აღნიშნულს აბსურდულს უწოდებს და დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს.
"სამსახურის მერე მოვდივარ, გამოვიცვალე ფორმა და დათო გელოვანი მანქანით მხვდება, წამოდი გავისეირნოთო. მე მეგონა, აქციაზე, რომ პროტესტი გამოვაცხადე, რომ ბუნკერი არ გვივარგა, მანქანა არ გვივარგა, უბანში ესეთი მდგომარეობაა, იქ უნდა ამიყვანოს და ვაჩვენო, აი, რა პრობლემა არის. ამასობაში უხვევს და მიდის აეროპორტის ტრასისკენ. ვეკითხები, სად მივდივართ, მივდივართ რომეო მიქაუტაძესთან. შევდივართ, იკეტება კარები რომეო მიქაუტაძესი და ვჯდებით და ვლაპარაკობთ [...]
რამდენი გიჯდება გირაოთი, მაგალითად, აი ბინა, მე მეუბნება ამას და რას მთავაზობ-მეთქი? არ მინდა, ჩემით მივაღწევ ყველაფერს-მეთქი [...]
დამავალეს რა, კალაძეს მოუხადე ბოდიში, ვთქვა ყველაფერზე უარი, უკაცრავად რომ არასწორი ინფორმაცია მომივიდა. მეუბნება რომეო მიქაუტაძე მაგას, რომ შენ ეს თქვი, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო შენი ოჯახისთვის", — ამბობს ბაღდავაძე TV პირველთან საუბრისას.
On.ge დაუკავშირდა თბილსერვისის პრესსამსახურს, რომელმაც თქვა, რომ ბაღდავაძის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, შეხვედრა ნამდვილად შედგა, თუმცა მსგავს საკითხებზე არ უსაუბრიათ.
"რა თქმა უნდა, სიცრუეს წარმოადგენს აღნიშნული კომენტარი, ამის მსგავსი საერთოდ არაფერი არ უთქვამს დირექტორს და ბატონმა რომეომაც განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რომ სიცრუე არის და სინამდვილეს არ შეეფერება მის მიერ გავრცელებული განცხადება", — განაცხადეს მათ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობები გააპროტესტეს და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ამ დრომდე არ აქვთ ზაფხულის უნიფორმა და დაზიანებული ურნების თრევა უწევთ. დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გაფიცვას "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება და უნიფორმის შეცვლა ისედაც დაგეგმილი იყო.
თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა და გაფიცულების მოთხოვნები "გონივრულ ვადებში" დაკმაყოფილდება, თუმცა რას გულისხმობს გონივრული ვადა ჯერჯერობით უცნობია. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები