აგვისტოს პირველ ათ დღეში პარტიებს 3 მილიონი შესწირეს, საიდანაც 98% ქართულმა ოცნებამ მიიღო
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-10 აგვისტოს შუალედში პარტიებს სულ 3 003 570 ლარი შესწირეს, საიდანაც 2 948 000 ლარი, ანუ მთლიანი შემოწირულობების 98% ქართულმა ოცნებამ მიიღო.
ამ პერიოდში შემოწირულობის მიმღებებს შორის, გარდა ქართული ოცნებისა, კიდევ ოთხი პარტიაა: ევროპული საქართველო, ენმ, საქართველოსთვის (გახარიას პარტია) და პარტია თავისუფალი საქართველო. ყველა ამ ჩამოთვლილმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 55 570 ლარის შემოწირულობა მიიღო.
ასეთია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე წლის 1-10 აგვისტოს პერიოდში შემოწირულობები მიიღეს:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო — 2 948 000 ლარი;
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის — 25 000 ლარი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 22 280 ლარი;
- საქართველოსთვის — 6 290 ლარი;
- თავისუფალი საქართველო — 2 000 ლარი.
აგვისტოს პირველ ათ დღეში ქართული ოცნების შემომწირველებს შორის 4 იურიდიული და 137 ფიზიკური პირია. ამავე პერიოდში ევროპულ საქართველოს — 3, ენმ-ს — 5, გახარიას პარტიას (საქართველოსთვის) — 4, ხოლო პარტია თავისუფალ საქართველოს 1 შემომწირველი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი საქართველოსთვის გადაცემული 2 000 ლარის ღირებულების შემოწირულობა არაფულადი სახის იყო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პორტალის, ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, ქართული ოცნების ოთხი შემომწირველი იურიდიული პირიდან სამს, სხვადასხვა დროს, სახელმწიფო ტენდერებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ისინი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებითაც სარგებლობდნენ.
- შპს მშენებელი — აგვისტოს პირველ ათ დღეში ამ კომპანიამ ქართულ ოცნებას 15 000 ლარი შესწირა. როგორც ტენდერების მონიტორინგიდან ირკვევა, ამ კომპანიას სულ 130 სატენდერო კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. მოგებული ტენდერებიდან მან 6 511 138 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, შპს მშენებელს, სხვადასხვა დროს, 17 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი აქვს დადებული, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 137 477 ლარი იყო;
- შპს მშენებელი 2012 — ამ კომპანიამაც ქართულ ოცნებას 15 000 ლარი შესწირა. მას 67 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიიღებული. მოგებული ტენდერებიდან მან 7 742 951 ლარი მიიღო. ასევე, ამ კომპანიასთან დადებულია 29 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულება 193 732 ლარი იყო;
- შპს მშენ - 2008 — სხვა კომპანიების მსგავსად ამ ფირმამაც 15 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. მასთან გამარტივებული შესყიდვის 6 ხელშეკრულებაა დადებული, საიდანაც კომპანიამ 5 108 ლარის შესმოსავალი მიიღო.
პარტიებში შემოწირულობების მიღების პროცესი ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. მაისიდან ივლისის ჩათვლით პოლიტიკურ სუბიექტებს სულ 571 000 ლარის შემოწირულობა ჰქონდათ მიღებული, საიდანაც 78% ორი პარტიის, ქართული ოცნებისა და პარტია საქართველოსთვის დასაფინანსებლად იყო მიმართული.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები