თანამშრომლების კეთილდღეობაზე ფიქრი და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა PSP ფარმას მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ეს ღირებულებები მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ბიზნესის ოპერირების სფერო ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამიტომაც, PSP -მ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და ყველა ზომას მიმართა მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის საიმედო და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად.

ახლა, როდესაც კოვიდ ვირუსი უკან დახევას არ აპირებს და საგრძნობლად გაუარესებულია ინფიცირებულების სტატისტიკა, ადამიანის სიცოცხლეს კიდევ უფრო მეტად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. ამისთვის, კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას NCDC-სთან, რის ფარგლებშიც ექსკლუზიურად PSP-ს თანამშრომლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილ ქალაქებში გამოიყოფა ვაქცინაციის კაბინეტები, სადაც პეესპელებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

გარდა იმისა, რომ PSP ფარმა თავად აორგანიზებს პერსონალის ვაქცინაციის სრულ პროცესს, თანამშრომლები, რომლებიც აიცრებიან, შეძლებენ დამატებით საშვებულებო დღეებით სარგებლობას. დასვენების დღეებით სარგებლობას შეძლებენ ისინიც, ვინც უკვე დარეგისტრირებულია და ელოდება თავისი აცრის რიგს.

კომპანია, ასევე, ეხმარება თანამშრომლებს მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციის დაორგანიზებაშიც. მეტი აცრილი, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!" აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის მენეჯმენტი უკვე ვაქცინირებულია და თანამშრომლებს მაგალითს აძლევენ აიცრან და დაიცვან საკუთარი და სხვების სიცოცხლე.

პარალელურად, თანამშრომლებისთვის აქტიურად ტარდება ცნობიერების ასამაღლებელი ვებინარები მოწვეულ დარგის ცნობილ სპეციალისტებთან, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა დასვას კითხვები, მოისმინოს უახლესი კვლევების შესახებ ინფორმაცია და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

კომპანია მოუწოდებს ყველას ვაქცინაციისკენ, აიცერით და გადაარჩინეთ სიცოცხლე!

#აიცერი შენი ოჯახისთვის!

#აიცერი შენი კოლეგისთვის!

#აიცერი შენი უსაფრთხოებისთვის!