3 ყველაზე გავრცელებული პოსტ-კოვიდ ჩივილი
კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ გვგონია, რომ უარესი უკან დარჩა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს შეგვიძლია დავუბრუნდეთ, თუმცა ხშირად ასე არ არის. კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილი, რომელთაც, საბედნიეროდ, ვირუსს თავი დააღწიეს, პოსტკოვიდურ ჩივილებს შორის, რამდენიმეს გამოარჩევენ.
სამედიცინო ცენტრ ციტოს პირადი ექიმი, მაკა ცუცქირიძე, რამდენიმე თვეა, პოსტკოვიდ გართულებების მქონე პაციენტების მდგომარეობას მართავს. გთავაზობთ იმ ჩივილების ჩამონათვალს და მარტივ რჩევებს, რომლებსაც თერაპევტი თავის პაციენტებს უზიარებს:
დაღლილობა
ნომერ პირველი ჩივილი, რომლითაც პირად ექიმს პაციენტები აკითხავენ — დაღლილობის მუდმივი შეგრძნებაა. მისი სიმპტომებია:
- ფეხზე დიდხანს დგომის გართულება
- კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
- მომატებული ძილიანობა და სისუსტე
რჩევები
- დაისვენეთ (სხეულითა და გონებით)
- სცადეთ სენსორული სათამაშოების შეხებით მოდუნება
- გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები
- დაიძინეთ, თუ ასე სურს თქვენს ორგანიზმს
- იკვებეთ ჯანსაღად
- ნუ დაიტვირთავთ თავს
- გაავარჯიშეთ გონება
- შეიმუშავეთ დღიური რუტინა
თუ ჩივილები 1.5 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ცხოვრების ხარისხი დაგიქვეითდათ, საჭიროა ექიმ-თერაპევტთან კონსულტაციის გავლა.
ხველა
თუ იზოლაციის ვადები სრულად ამოწურეთ, თუმცა მაინც ეჭვის თვალით უყურებთ გახანგრძლივებულ ხველას, ეს ჩვეულებრივი პოსტკოვიდია.
ინფიცირებულთა უმეტეს ნაწილს აღნიშნული სიმპტომი მინიმუმ 3 კვირას უგრძელდება.
თქვენ ახველებთ მშრალად, რაც იწვევს პირით სუნთქვის საჭიროებას, ხოლო შესუნთქული დიდი რაოდენობით მშრალი, ცივი, ხისტი ჰაერი აზიანებს სასუნთქი გზების ნაზ ქსოვილებს და საბოლოოდ ყელისა და ფილტვის გაღიზიანებას იწვევს.
საუკეთესო გზა ამის ასაცილებლად შემდეგია:
- გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები (დაიწყეთ ხელები მუცლის ქვედა ნაწილსა და მკერდზე ისე, რომ მუცლის თითოეული ამოწევა და ჩაწევა იგრძნოთ)
- სიმშრალის განვითარებისას დალიეთ წყალი ან თბილი სითხე
- გაიკეთეთ საინჰალაციო დატენიანება ევკალიპტის ან გვირილის ხსნარით ძილის წინ, 5 დღის განმავლობაში.
სუნთქვის უკმარისობა
იცოდით, რომ კორონავირუსის სრულიად მსუბუქი შემთხვევები, ფილტვების ყოველგვარი დაზიანების გარეშეც კი შეიძლება დასრულდეს სუნთქვის უკმარისობით?
- მოჭერითი ტკივილი გულ-მკერდის არეში
- სუნთქვის უკმარისობა მსუბუქი ფიზიკური აქტივობის შემდეგ
- აეროფაგია
- სპაზმი
- პანიკური და შფოთვითი შეგრძნებები
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი შესაძლოა სუნთქვის გაძნელებას იწვევდეს.
პრობლემა იმდენად ხშირი, მწვავე და შემაშფოთებელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სუნთქვისთვის მოსახერხებელი პოზიციების გაიდლაინი განათავსა საკუთარ ვებ გვერდზე.
თუ დისკომფორტი გაწუხებთ:
- დამშვიდდით, დაიწყეთ სუნთქვითი ვარჯიში
- კონცენტრირდით სხვა რამეზე და არ აყვეთ პანიკურ შეტევას
- მიიღეთ ის პოზიცია, რომელშიც განსაკუთრებით გიმარტივდებათ სუნთქვა
დალიეთ თბილი სითხე
თუ სიმპტომები ხშირი და მეტად შემაწუხებელია, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, რადგან პრობლემა შესაძლოა ნევროლოგიური ხასიათის იყოს.
ყველაფერი ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ პოსტკოვიდი სრულიად ნორმალური მდგომარეობაა და განგაშის მიზეზს არ ქმნის, თუმცა თუ სიმპტომატიკა განსაკუთრებით გიქვეითებთ ცხოვრების ხარისხს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან.
აიმაღლეთ ცხოვრების ხარისხი, აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები