3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ანგიოლოგს
თუ სათაური კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ და ვერაფერი გაიგეთ, ეს სტატია თქვენთვისაა. იქნებ, სწორედ თქვენ გჭირდებათ ანგიოლოგთან ვიზიტი და ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით?
ანგიოლოგი სისხლძარღვთა და ლიმფური სადინრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მასთან პროფილაქტიკური ვიზიტი საჭირო არ არის, მაგრამ არსებობს გავრცელებული დისკომფორტები, რომელთა მიზეზი და აღმოფხვრის გზებიც მის კაბინეტში უნდა ვეძებოთ.
მიზეზი #1 — გაწუხებთ დისკომფორტი სიარულისას
სეირნობისას ან უბრალოდ, სიარულისას, შესაძლოა, ქვედა კიდურების ტკივილი და დისკომფორტი გაწუხებდეთ, რაც უმეტესად პერიფერიული არტერიული დაავადების მანიშნებელია.
შევიწროებული არტერიები კიდურებში სისხლის დინებას ზღუდავენ, რაც შესაძლოა არტერიებში ცხიმოვანი უჯრედების დაგროვების იწვევდეს.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- ოჯახური ანამნეზი
- ქოლესტერინის მაღალი დონე
- ჭარბი წონა
- დაბალი ფიზიკური აქტივობა
- და რაც მთავარია — თამბაქოს აქტიური მოხმარება
დისკომფორტის ხარისხი დამოკიდებულია არტერიების შევიწროების დონეზე, მისი უყურადღებოდ დატოვება სისხლძარღვების დაზიანებას და სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს.
მიზეზი #2 — მკვეთრად გეტყობათ ვენები ფეხებზე
ვენური დაავადებების სიმპტომები მრავალფეროვანია:
- ფეხის შესიება (რომელსაც, ხშირად, ზაფხულის სიცხეს ან სხვა გარემო პირობებს ვაბრალებთ)
- ტკივილი
- მოლურჯო ვენური სურათი
- უეცარი, აუხსნელი ჭრილობები
- წერტილოვნად გამოხატული ვენური სურათი
- ქავილი
- კიდურის გამკვრივება ან ფერის ცვლილება
ყველაფერი ეს, შესაძლოა ვარიკოზული ვენების მანიშნებელი იყოს. გაგანიერებული ვენები ვიზუალურადაც შესამჩნევია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კიდურებზე დიდი ზეწოლა, ორსულობა, ოჯახური ანამნეზი, ფეხზე დიდხანს დგომა და რა თქმა უნდა - ასაკი, რომელთან ერთადაც ვენები ელასტიურობას კარგავს.
მიზეზი #3 — აპირებთ გაიკეთოთ ანტიცელულიტური/გამაჯანსაღებელი მასაჟი
თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარი ვენების ჯანმრთელობაში, თუმცა მასაჟის ინტენსიური კურსის გავლას აპირებთ, შესაძლოა დაფიქრებად ღირდეს.
- მოიასამნისფრო ვენების, ან კაპილარული სურათი ხომ არ გაქვთ გამოხატული?
- ზემოთ არსებულ პუნქტებში ნახსენები დისკომფორტი ხომ არ გაწუხებთ?
- ან საერთოდ, ვენური უკმარისობის, ვარიკოზისა და სხვა პათოლოგიების ოჯახური ანამნეზი ხომ არ გაქვთ?
თუ პასუხი დადებითია, ან თუ დარწმუნებით იცით, რომ ობობის ვენები ან ვარიკოზი გაქვთ, ანგიოლოგთან კონსულტაციის გავლა აჯობებს. მასაჟების უმეტესობა სხეულზე ვაკუუმისა თუ სხვა საშუალებების ძლიერი ზეწოლით ტარდება, რამაც შესაძლებელია სუსტი ვენები კიდევ უფრო დააზიანოს. ღრმა ვენური თრომბოზის მქონე პაციენტების შემთხვევაში, შედედებული სისხლის მასა დაძრას და გადააადგილოს, რაც საბოლოოდ არასასურველ შედეგს გამოიღებს.
ამ სამი მიზეზის გათვალისწინებით, დროულად მიღებული კონსულტაცია ყველანაირი გართულების პრევენციაა.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები