დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდავის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელის მიერ შექმნილ კოვიდპრეპარატის დატესტვაში საქართველო არ ჩაერთვება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენე ეს ვერ მივიღეთ, როგორც სანდო პრეპარატი", — განაცხადა მან.

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 119, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: